აზერბაიჯანში რძის პროდუქტების იმპორტი 18.3%-ით გაიზარდა

კარაქი, იმპორტი, აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში რძის პროდუქტების იმპორტი, 2025 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში 18.3%-ით გაიზარდა.

აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში რძისა და ნაღების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ივლისამდე ქვეყანაში 9,352 ტონა რძის პროდუქტია იმპორტირებული.

იმპორტირებული რძისა და ნაღების საერთო ღირებულებამ 15.69 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 1,452 ტონით ანუ მოცულობით 18.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ კატეგორიის საქონლის იმპორტის ღირებულება 3.084 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში რძისა და ნაღების იმპორტის ღირებულებამ, აზერბაიჯანის იმპორტის მთლიანი ხარჯების 0.1% შეადგინა.

თქვენი რეკლამა