სოფელ ბოსლებთან სკვერი გაკეთდა

დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, სოფელ ბოსლებთან გაკეთდა სკვერი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში: მოეწყო რეკრეაციული და საბავშვო სივრცეები; გაკეთდა ბილიკები, ასევე დამონტაჟდა ტრენაჟორები და საქანელა სკამები; მოეწყო გარე განათების სისტემა; სივრცე ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

ბოსლებთან

„2023 წელი დმანისის მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. სკვერი, რომელიც გაკეთდა სოფელ ბოსლებთან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში“- აღნიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა ახლად მოწყობილი სკვერის დათვალიერების და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

ბოსლებთან

სკვერის მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა  ღირებულებამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ბოსლებთან

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

თქვენი რეკლამა