ლაგოდეხის პარკის მშენებლობა დასრულდა

ლაგოდეხის, პარკი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ლაგოდეხში ახლად დასრულებული დასასვენებელი პარკი დაათვალიერა.

4 ჰექტარზე გაშენებული ლაგოდეხის პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა თუ მათი მშობლებისათვის.

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, ფანჩატურები, სპორტული მოედანი, ტექბოლის და ტენისის მაგიდები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბილიკებს და მოსასვენებელ სივრცეებს. ასევე, მოეწყო საზოგადოებრივ საპირფარეშოები, ახალი საფეხმავლო ბილიკები და სივრცეები ღია კაფეებისთვის.

ლაგოდეხის პარკის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა.

პარკის მშნებელობა სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 6 მილიონი ლარი შეადგინა.

თქვენი რეკლამა