25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

საქართველო, ამინდი

25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 ოქტომბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თქვენი რეკლამა