ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების სელექცია და მეთესლეობა

საქართველოში ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სელექცია და მეთესლეობის მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში და მათ დაქვემდებარებულ სადგურებში, მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ზემოთხსენებული ორგანიზაციების დაშლის პროცესი, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მცენარეული კულტურების ჯიშების სათესლე მასალის წარმოების მკვეთრი შემცირება.

საქართველოში ერთწლოვანი მცენარეული კულტურების სათესლე მასალის წარმოების შეზღუდვას მოყვა იმპორტირებული  სათესლე მასალის უკონტროლო შემოდინეება, რაც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს უფრო ასუსტებდა, მაშინ როცა შესაძლებელი იყო პირიქით მომხდარიყო, უნდა აღინიშნოს რომ ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების იმპორტირებული სათესლე მასალა ბევრად ძვირადღირებულია ვიდრე საქართველოში მიღებული, ამიტომ იმპორტირებული სათესლე მასალისაგან მიღებული პროდუქციის წარმოებაც შესაბამისად ძვირი ჯდება. 

კულტურულ მცენარეთა სელექცია და მეთესლეობა ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგია, რომლებსაც მკვეთრად ჩამოყალიბებული მეცნიერული საფუძვლები გააჩნიათ, ამ დარგის ხელშეწყობა და განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა, რაც მყისიერ შედეგებს მოგვცემს ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. ამ დარგის ხელშეწყობის მაგალითია საქართველოში 2013 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბება.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მრავალდარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, სადაც ერთ-ერთი სამსახური,, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური“ მუშაობს სხვადასხვა ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურების ადგილობრივ და შემოტანილ ჯიშებზე მათ შენახვა კონსერვაციაზე და რაც მთავარია სელექცია მეთესლეობის მიმართულებით, ამ სამსახურში პროექტის ფარგლებში: ,,ძაღლყურძენისებრთა და გოგრისებრთა ოჯახის მცენარეული კულტურების სელექცია და მეთესლეობა“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის ბაზებზე როგორც ღია აგრეთვე დახურულ გრუნტზე მიმდინარეობდა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების როგორც ადგილობრივი აგრეთვე შემოტანილ ჯიშებზე, ჰიბრიდებზე და ფორმებზე დაკვირვება, შესწავლა და სელექციური მუშაობა.

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად გამორჩეულია კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, საზამთროს, ნესვის, ყაბაყის და გოგრის ადგილობრივი ფორმებიდან სხვადასხვა ჯიშები. კულტურების ჯიშების აღდგენა გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის ბაზაზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის ბაზაზე მიმდინარეობდა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ღია და დახურულ გრუნტზე პროექტზე: ,,ძაღლყურძენასებრთა და გოგრისებრთა ოჯახის კულტურების ჯიშების სელექცია და მეთესლეობა“.

ამ პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების: კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ყაბაყის, საზამთროს, ნესვის, გოგრის კულტურების ადგილობრივი ჯიშები და ფორმები. სელექციური მუშაობის შედეგად სხვადასხვა კულტურების საკოლექციო და სელექციური სანერგე- ებიდან გამორჩეული იქნა და  მიღებული იქნა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სხვადასხვა ჯიშები.

პომიდორი ჯიში ,,ხარისგულა“ ნაყოფის ფერი ვარდისფერი, ნაყოფის წონა 250- 400 გრამი, მაღალმოზარდი ჯიშია 3-4 მეტრს აღწევს მცენარის სიმაღლე. კარგ შედეგს იძლევა გვიანი გაზაფხულის სათბურებში. მოსავლიანობა 50-70 ტ/ჰა.

ბოსტნეული, ბაღჩეული, სელექცია

პომიდორი ჯიში ,,მცხეთა“ ინდეტერმინანტული ჯიშია მაღალმოსავლიანი 70-100 ტ/ჰა ნაყოფი წითელი შეფერილობის 250-350 გრამი. არის როგორც სასალათე აგრეთვე   საკონსერვო დანიშნულების.

ბოსტნეული, ბაღჩეული, სელექცია

კიტრი ,,შუშა“ ადგილობრივი ჯიშია, ნაყოფი ხასიათდება ღია მწვანე შეფერილობით, ნაყოფის წონა 200-250 გრამი. მცენარე მაღალმოზარდია კარგ შედეგს იძლევა ადრე შემოდგომაზე და გვიან გაზაფხულზე სათბურებში.

ბოსტნეული, ბაღჩეული, სელექცია

საზამთრო ჯიში ,,საკონსერვო“ ნაყოფი დიდი ზომისაა 10-15 კოლოგრამი. ახასიათებს სქელი კანი რაც ამ ჯიშისათვის დამახასიათებელია და მის საკონსერვოდ გამოყენებას  განაპირობებს. კანისაგან ანუ საზამთროს ქერქისაგან მზადდება მურაბა, ჯემი. საზამთროს რბილობი ძალიან გემრიელი და ტკბილია. ჯიში გამოირჩევა შენახვის უნარით.

ნესვი ჯიში ,,ნექტარი“ ნაყოფი ყვითელი ფერის, რბილობი მოყვითალო ფერისაა სასიამოვნო ნესვის არომატით და სიტკბოთი  გამოირჩევა, რბილობი წვნიანია, ნაყოფი დიდია 5-7 კგ.

ბოსტნეული, ბაღჩეული, სელექცია

გოგრა ჯიში ,,თხელკანა“ ადგილობრივი ჯიშია ნაყოფი ნაცრისფერი, წონა 10-14 კგ.  მიეკუთვნება დიდნაყოფა გოგრის სახეობას, ძირითადად ეს ჯიში დასავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებს კარგად არის შეგუებული, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ ზონებშიც კარგ შედეგს იძლევა.

ბოსტნეული, ბაღჩეული, სელექცია

ტკბილი წიწაკა ,,ლაგო“  მაღალმოსავლიანი ჯიშია მწიფე ნაყოფის ფერი წითელი, მოსავლიანობა 35-45 ტ/ჰა.

ბოსტნეული, ბაღჩეული, სელექცია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის ბაზაზე ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის პროექტის ,,ძაღლყურძენასებრთა და გოგრისებრთა ოჯახის მცენარეული კულტურების სელექცია და მეთესლეობა“ ფარგლებში ბოლო 5 წლის მანძილზე მიღებულია კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, საზამთროს, ნესვის და გოგრის კულტურის სხვადასხვა ჯიშების 50 კგ-ზე მეტი სათესლე მასალა,  აღნიშნული სათესლე მასალა რამოდენიმე ათეული ჰექტარი ფართობისათვის არის საკმარისი.

მიღებულ  სათესლე მასალას ჩვენ გადავცემთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადაც აუქციო- ნის წესით არის შესაძლებელი მათი შეძენა. აღსანიშნავია რომ ეს სათესლე მასალა ბევრად იაფი ღირს ვიდრე შემოტანილი და აგრეთვე ადგილობრივ კლიმატურ პირობებში გვაქვს გამოცდილი. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჩვენს მიერ მიღებული სათესლე მასალა შეუძლიათ შეძინონ როგორც ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებს, აგრეთვე  თესლის მწარმოებელ ორგანიზაციებს. ჩვენი სამსახური მზადაა რომ გაზარდოს სათესლე მასალის წარმოების მოცულობა, თუ ამის მოთხოვნილება იქნება.

ფრიდონ სანაია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.  

საკონტაქტო ინფორმაცია:

მობ: 577 38 72 47
ელ ფოსტა: pridon.sanaia@srca.gov.ge  

თქვენი რეკლამა