ბუერა – თეთრყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში

887 Views

ბუერა – თეთრყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიშია, მისი სინონიმებია: ბუერა ვაზი, ბუერო, ბუა ყურძენი, საჩურჩხელე, გავაზურა.

წარმოშობა – კახეთი.

ბუერას ნერგები თავის დროზე გაიტანეს საზღვარგარეთ და გაავრცელეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა რესპუბლიკაში.

ბუერასგან მიიღება ევროპული ტიპის სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, რომელსაც აქცს ჩალისფერი შეფერვა, სუსტად გამოხატული არომატი, ნაზი, ჰარმონიული გემო და ხალისიანი სიმჟავე.

იგი აგრეთვე საუკეთესო საკუპაჟე მასალაა მაღალალკოჰოლიანი, მძიმე და უხეში ღვინოების გასაუმჯობესებლად. იძლევა სასუფრე ყურძენს და შესანიშნავ მასალას უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და საბრენდე სპირტის დასამზადებლად.

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური ფორმის, სამნაკვთიანი ზოგჯერ ხუთნაკვთიანიც. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ცვალებადია. ვაზზე ვხვდებით როგორც ოდნავ ჯაგრისებრ შებუსულ, ისე თითქმის სრულიად შიშველ და ჯაგრისებრად სქლად შებუსულ ფოთლებს. ყვავილი ორსქესიანია.

მტევანი საკმაოდ დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის. საშუალო სიკუმსის ან კუმსი, იშვიათად მეჩხერი მტევნები. მარცვალი მსხვილი და საშუალოზე მსხვილია, ოვალური, იშვიათად გვხვდება მრგვალი ფორმის მარცვლებიც, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ოდნავ მკვრივია, ტკბილი გემოთი.

ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფეში 138-164 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 160-500 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7.8 გ/ლ-ს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

ბუერა, ვაზისჯიში, სასუფრე, საღვინე, მევენახეობა

იხილეთ: ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB