ქერი მსოფლიოს უძველესი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. ამიერკავკასია და კერძოდ საქართველო წარმოადგენს ქერის წარმოშობის ერთ-ერთ კერას. იგი კოსმოპოლიტური მცენარეა. საქართველოში ითესება თითქმის ყველა კლიმატურ ზონაში.
ქერს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. მთიანი რაიონებისათვის ქერი წარმოადგენს სასურსათო პროდუქტს, მას ხმარობენ როგორც პურს. არის შეუცვლელი საკვები მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში. ხელს უწყობს ხორცის ხარისხის ამაღლებას და კვერცხმდებლობას.
გამოიყენება მედიცინაშიც. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, კარგია ხველების საწინააღმდეგოდ და თირკმელების სამკურნალოდ. ქერი უძველესი დროიდან გამოიყენება ლუდის წარმოებაში. მისგან ამზადებენ აგრეთვე ყავის კომპონენტებს.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წილკნის საცდელ-ექსპერიმენტული ბაზისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. დუზაგრამას საცდელ ნაკვეთებზე, 2017-2018 წლებში დათესილ ქერის კულტურებზე, ბიოპრეპარატების გავლენის შესწავლის მიზნით გამოიცადა შპს ,,ბიოაგრო’’-ს პრეპარატები: ორგანიკა, ფიტოკატენა, ბიოკატენა, აგროკატენა, ლეპიდინი, ტურინგენი. აღნიშნული ბიოპრეპარატები გამოვიყენეთ ნიადაგის გასანოყიერებლად (ორგანიკა, ბიოკატენა, ფიტოკატენა), თესლის დასამუშავებლად (ორგანიკა, ბიოკატენა, ფიტოკატენა, ლეპიდინი), აღმოცენებულ მცენარეთა გამოსაკვებად (ორგანიკა, ფიტოკატენა, აგროკატენა, ლეპიდინი, ტურინგენი. გამოკვება ჩატარდა ბარტყობის, აღერებისა და რძისებრ სიმწიფეში.) და მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ საბრძოლველად (ფიტოკატენა, აგროკატენა, ბიოკატენა ლეპიდინი, ტურინგენი).
შესწავლილი იქნა: მცენარეთა განვითარების ფენოლოგიური ფაზები (აღმოცენება, ბარტყობა, აღერება, დათავთავება, სიმწიფე ) და საერთო სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა, თესვის თითოეულ სეზონში და ვადაში ქერის სხვადასხვა ჯიშის თესლისა და მცენარის სიცოცხლის უნარიანობა (მარცვლების მინდვრად აღმოცენება,აღმოცენებულ მცენარეთა გადარჩენა შემოდგომით თესვისას, გამოზამთრების უნარი), თითოეულ სეზონში გამოყენებული თესვის ვადისა და სათესი ნორმით მიღებულ მცენარეთა ბარტყობის დონე, მცენარის სიმაღლე, თავთავის სიგრძე, თავთავზე ფერტილური და სტერილური თავთუნების რაოდენობა, თავთავზე მარცვლების რაოდენობა და მასა, 1000 მარცვლის მასა, ფართობის ერთეულზე მცენარეთა და თავთავიან ღეროთა რაოდენობა, ფართობის ერთეულზე მარცვლისა და ჩალის მასა, ბიოპესტიციდების გავლენა მავნებელ-დაავადებათა განვითარებაზე.
ცდები ჩატარდა საცდელ (ბიო), ეტალონ და საკონტროლო ვარიანტებში. ბიოლოგიური ვარიანტი – ნიადაგის განოყიერება, ვეგეტაციის პერიოდში მცენარეთა გამოკვება და მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა ჩატარდა ბიოპრეპარატებით. საკონტროლო ვარიანტი – ნიადაგის განოყიერების, მცენარეთა გამოკვებისა და მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა გატარების გარეშე. ეტალონში – ქიმიურ პრეპარატები. ბიო და საკონტროლო ვარიანტებში ცდები ჩატარდა ქერის დარაიონებულ ჯიშებზე: ,,თეთნულდი’’, ,,ალავერდი’’, ,,ზეს-5’’, ,,რიკოთულა’’. თითოეული ჯიშისათვის დანაყოფის ფართობი და თესვის ნორმა თანაბარია.
2017– 2018 წწ წილკნის საცდელ ბაზაზე ქერის კულტურის 4 სხვადასხვა ჯიშზე („თეთნულდი,’’ ,,ალავერდი,’’ ,,ზეს5,’’ ,,რიკოთულა’’) ორი წლის განმავლობაში იცდებოდა შპს ,,ბიოაგრო’’ პრეპარატები: ფიტოკატენა; ბიოკატენა; აგროკატენა; ორგანიკა; ლეპიდინი; ტურინგენი; ბოვერინი. იხილეთ ცხრ. N 1, N 2
ორწლიანი გამოცდის საშუალო შედეგები (2017-2018 წ.წ.)
ცხრილი #1
შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატების გავლენა ქერის კულტურის ზოგიერთ ბიო-სამეურნეო მაჩვენებელზე, 2017-2018 წწ.
ცხრილი #2
ცხრილში მოცემულია შპს,,ბიოაგრო’’- ს ბიოპრეპარატების ორი წლის გამოცდის საშუალო მონაცემები. კულტურის მოსავლიანობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი თავთავის მარცვლის მასაა. შპს,,ბიოაგრო’’ პრეპარატებით დამუშავებისას თავთავში მარცვლის რაოდენობა ცალობით, ქერის ჯიშების მიხედვით – ,,თეთნულდი’’ -10.0–ით, ,,ალავერდი’’- 7.7-ით, ,,ზეს- 5’’- 3.7 და ,,რიკოთულა’’ – 6.2 ით მეტია საკონტროლოსთან შედარებით, ეტალონთან შესაბამისად:- ,,თეთნულდი’’ -9.0–ით, ,,ალავერდი’’- 7.1-ით, ,,ზეს- 5’’- 2.7 და ,,რიკოთულა’’ – 8.2 ით მეტია ეტალონთან შედარებით, ხოლო ერთი თავთავის მარცვლის მასა, ქერის ჯიშების მიხედვით – „თეთნულდი“ – 1.6 გ- ით, „ალავერდი“ -1.3 გ- ით და „ზეს-5“- 2.1 გ და რიკოთულა’’ – 1.9 ით მეტია საკონტროლოსთან შედარებით. ეტალონთან შესაბამისად: – „თეთნულდი“ – 1.5 გ- ით, „ალავერდი“ -1.4 გ- ით და „ზეს-5“- 2.2 გ და რიკოთულა’’ – 1.8 ით მეტია ეტალონთან შედარებით. 1000 მარცვლის მასა განსაზღვრავს პროდუქტიულობას და მარცვლის ხარისხსაც.
1000 მარცვლის მასა შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატებით დამუშავებისას, ქერის ჯიშების მიხედვით – „ თეთნულდი“ -6.3 გ-ით,“ალავერდი“ -8.3 გ-ით „ზეს-5“ – 5.2 გ და ,,რიკოთულა’’ – 4.2გ -ით მეტია საკონტროლოსთან შედარებით. ეტალონთან შესაბამისად: – „თეთნულდი“ – 3.9 გ- ით, „ალავერდი“ – 6.0 გ- ით და „ზეს-5“- 5.5 გ და რიკოთულა’’ – 6.8 – ით მეტია ეტალონთან შედარებით. ამრიგად, ქერის შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატებით (ლეპიდინი, ტურინგენი, აგროკატენა, ბიოკატენა, ფიტოკატენა, ორგანიკა,) დამუშავებისას, მისი პროდუქტიული მაჩვენებლები ( თავთავში მარცვლების რაოდენობა, ერთი თავთავის მარცვლის წონა, 1000 მარცვლის მასა, თავთავის სიგრძე (სმ) ) და შესაბამისად, საბოლოო მოსავლიანობაც გაცილებით მაღალია საკონტროლო და ეტალონ ვარიანტთან შედარებით.
რაც შეეხება ქერის ჯიშებს, „ზეს-5“-მა გამოავლინა უფრო მაღალი პროდუქტიულობა, ვიდრე „ალავერდ“-მა და „თეთნულდ“-მა , რაც განპირობებულია კულტურის ჯიშობრივი თვისებებით. მოსავლიანობა საკონტროლოსთან შედარებით ჯიშების შესაბამისად გაიზარდა: 38.2%; 54.7%; 35.6% და 48.3% – ით. ეტალონთან შედარებით კი ჯიშების შესაბამისად – 35.7%; 43.9%; 26.9% და 26.2 % – ით. ვეგეტაციის პერიოდში ქერის ნათესში მავნებლები არ გამოვლინდა, მხოლოდ ქერის ჯიშ „ზეს-5“-ზე აღირიცხა ჟანგა, რომლის გავრცელების ინტენსივობა აღწევდა 40%-ს. დაავადებული მცენარეების შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატებით (ფიტოკატენა, ბიოკატენა, აგროკატენა) დამუშავებამ აღკვეთა დაავადების შემდგომი გავრცელება. შესწავლილი იქნა აგრეთვე შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატების გავლენა ქერში, ბარტყობის ფაზაში, მცენარის ბიომასის ზრდის პროცესზე. ცდის თითოეული დანაყოფიდან, ბარტყობის ფაზაში, 1მ2 -დან აღებული და აღრიცხული იქნა ქერის ბიომასა (გ/მ2) (მწვანე მასა+ ფესვის მასა).
შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატების გავლენა ქერის ბიომასაზე, გ/მ2 2017 – 2018წწ
ცხრილი #3
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ვეგეტაციის პერიოდში ქერის ნათესების შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატებით დამუშავების შედეგად, მცენარის ბიომასა გარკვეულწილად გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა ჯიშ „რიკოთულა“-ში შეადგინა 8.4%-ით, ხოლო „ზეს-5’-ში 5.5%-ით მეტი საკონტროლო ვარიანტთან შედარებით.
ქერის ბიო წარმოების ეკონომიკური ეფექტურობა
ცხრილი #4
ქერის კულტურაში ყოველ დახარჯულ 1 ლარზე საკონტროლოში მოგება 2.31 ლარი, ეტალონში – 2.51 ლარი. იხილეთ ცხრილი N 4.
ამრიგად, შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატებზე ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებით მიღებული შედეგები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ ,რომ აღნიშნულ პრეპარატებს ახასიათებთ მცენარეთა ინტენსიური ზრდა-განვითარებისათვის ხელშემწყობი თვისებები – მათი გამოყენების შედეგად მაღლდება ნიადაგის ნაყოფიერება, რაც განაპირობებს ქერის ბიოსამეურნეო მაჩვენებლებისა და მოსავლიანობის შესამჩნევ ზრდას.
აღნიშნული პრეპარატების კომპლექსი არის მცენარეთა ბიოლოგური დაცვის შესანიშნავი საშუალება – არ არის ადამიანებისა და მცენარეების მიმართ ტოქსიკური, ზრდის მცენარეთა პროდუქტიულობას, ამცირებს მავნებელ-დაავადებათა განვითარების რისკს, რაც შესანიშნავი წინაპირობაა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია ამ პრეპარატების გამოყენება როგორც ბიო-, ისე ტრადიციულ, ინტენსიურ მეურნეობებში. ვეგეტაციის პერიოდში მცენარეთა ბიოპრეპარატებით გამოკვების ჩატარება რეკომენდებულია სამჯერ და ეს უნდა მოხდეს პრეპარატების ხარჯვის ნორმების, დოზების, ჯერადობის მკაცრი დაცვით და მცენარეთა განვითარების შესაბამის ფაზებში.
მზეინაბ სარალიძე – ს/მ ს/მ დოქტორი;
გოჩა წერეთელი – ს/მ ს/მ დოქტორი;
მზია ბერუაშვილი -ს/მ დოქტორი;
გივი წილოსანი – ბ/მ ს/მ დოქტორი;
ზურაბ ბილანიშვილი – სპეციალისტი.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი