![frinveli_wiwila_temperatura_29837833565628289827291_09292727281918190289_5272729190918101929_52728290101010 წიწილა, ფრინველი, ტემპერატურა, მოვლა](https://agrokavkaz.ge/wp-content/uploads/2020/12/frinveli_wiwila_temperatura_29837833565628289827291_09292727281918190289_5272729190918101929_52728290101010.jpg)
ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, საკვების მიღების ეფექტურობა-დიდადაა დამოკიდებული სადგომის მიკროკლიმატზე.
სადგომში დასაშვებზე ნაკლები ნორმის ტემპერატურული რეჟიმის პირობებში, საკვების ნაწილის გამოყენება ხდება არა მასი მომატების ან კვერცხმდებლობის გაზრდის, არამედ სხეულის სითბოს შენარჩუნებისთვის.
შესაბამისად ასეთ პირობებში ხორცის და კვერცხის თვითღირებულება იზრდება, რაც თავის მხრივ გადამწყვეტია ფერმერისთვის-ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე.
სადგომში დასაშვები ტემპერატურის მინიმალური ზღვარი ზრდასრული ფრინველისთვის 8 გრადუსამდეა, მოზარდისთვის 1-21 დღემდე-21 გრადუსი, 21-49 დღემდე კი 16 გრადუსი.
დასაშვებზე მაღალი ტემპერატურაც ასევე იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას, 38-40 გრადუსის შემთხვევაში ზრდასრული ფრინველი შესაძლებელია 2 საათში დაიღუპოს.
იმისთვის რომ ჩვენი საქმიანობა მეფრინველეობაში წარმატებული იყოს, ყურადღება უნდა მივაქციოთ რეკომენდაციებს და მირებულ ნორმებს.
სხვადასხვა ფრინველის წიწილების გამოზრდის, ტემპერატურული რეჟიმის ცხრილი – ასაკის მიხედვით