საინკუბაციო (გამოსაჩეკი) კვერცხის შენახვის პირობები

2000 Views

საინკუბაციო კვერცხის შენახვის პირობები დიდ გავლენას ახდენს — კვერცხის ხარისხზე, ინკუბაციაზე და წიწილის ჯამრთელობაზე.

მთავარი პირობები, რომელიც გავლენას ახდენს საინკუბაციო კვერცხის ხარისხზე-ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობაა.

ჩვეულებრივ კვერცხს ბუდიდან დღეში 2 ჯერ იღებენ, ბუდეში დიდი ხნით კვერცხის გაჩერება საინკუბაციო თვისებების დაქვეითებას იწვევს. კვერცხი უნდა ავიღოთ სანამ ის თბილია და გასაგრილებლად მოვათავსოთ სუფთა, მშრალ და გრილ სათავსში.

ბუდეში კვერცხის დიდხანს დატოვება კიდევ ერთი მიზეზის გამო არ არის მიზანშეწონილი, ამ დროს ქათმებში კრუხობის ინსტიქტი იღვიძებს, რაც კვერცხმდებლობის შემცირებას იწვევს.

კვერცხის შენახვის საუკეთესო ტემპერატურაა 8-120C, მცირეხნიანი შენახვის (2-4 დღე) შემთხვევაში დასაშვებია 18-200C, თუ ტემპერატურა 280C-ზე მაღალია კვერცხი ლაყდება.

ჰაერის ტენიანობა საინკუბაციო კვერცხის შენახვისას უნდა შეადგენდეს 75-80%.

საინკუბაციო კვერცხის შენახვის საუკეთესო ვადებია:

  • ქათმის კვერცხი 5-7 დღე;
  • ინდაურის კვერცხი 5-7 დღე;
  • იხვის კვერცხი 7-10 დღე;
  • ბატის კვერცხი 10-15 დღე.

კვერცხი უნდა ინახებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში-წვრილი ბოლოთი ქვევით.

საინკუბაციო კვერცხის შენახვის  გავლენა გამოჩეკვის პროცენტზე (საშუალოდ)

ინკუბაცია

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB