უპილოტო ტრაქტორმა საფრანგეთში პრესტიჟული ჯილდო აიღო

ტრაქტორი

ამერიკული კომპანია Case IH-ის უპილოტო ტრაქტორს Case IH Magnum CVX, საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენაზე – SIMA, ნომინაციაში „ინოვაცია“ ვერცხლის მედალი გადაეცა.

კომპანია Case IH-ის, უპილოტო ტრაქტორის პირველი დემონსტრირება, 2016 წელს აშშ-ში, Farm Progress Show-ზე მოხდა.

Case IH Magnum CVX სერიის უპილოტო ტრაქტორი, დარგში უდავოდ ინოვაციურია, მოდელი აგებულია Magnum-ის მძლავრ ტრაქტორებზე და იყენებს სვლის ავტომატურ სისტემას AccuGuide.

ტრაქტორი

როგორც კომპანია Case IH-ის, წარმომადგენელმა დენ სტიუარტმა აღნიშნა, ავტონომიური ტრაქტორს – ეფექტური, ეკონომიური და ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.

ტრაქტორი

ტრაქტორის მართვა ხდება კომპიუტერის გამოყენებით, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მინდორში ყველაზე ეფექტური გადადადგილების სქემას ადგენს. პროგრამა გათვლილია სხვადსხვა ტიპის სამუშაოებისთვის, მათ შორის: ხვნა, თესვა, გაფხვიერება, შეწამლვა და სხვა.

traktor_upiloto_4200933444489

ფერმერს დაქირავებული მუშახელის გარეშე, ერთდროულად ორი ასეთი ტრაქტორის მართვა შეუძლია.

თქვენი რეკლამა