
რატომ სჭირდება ტრამპს გრენლანდია? რესურსებით მდიდარი კუნძული მთავარ როლს თამაშობს კლიმატური ცვლილების დროს.
გრენლანდიაზე არის ძვირფასი, იშვიათი მინერალები, რომლებიც საჭიროა ტელეკომუნიკაციებისთვის, ისევე როგორც ურანი, მილიარდობით ასათვისებელი ბარელი ნავთობი და ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი, რომელიც სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
მოშორებული, ყინულით დაფარული და ძირითადად ხელუხლებელი გრენლანდია უზარმაზარ როლს თამაშობს ამინდში დედამიწაზე და პლანეტაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებაში.
გრენლანდია არის ადგილი, სადაც ერთ ჯაჭვში ერთიანდება „კლიმატის ცვლილება, რესურსების დეფიციტი, დაძაბული გეოპოლიტიკა და ვაჭრობის ახალი ქსელები“,- თქვა ოჰაიოს უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მეცნიერების პროფესორმა ჯეფ დაბელკომ.
მსოფლიოს უდიდესი კუნძული ახლა „ცენტრალურია გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონკურენციის მრავალი თვალსაზრისით“, ნაწილობრივ კლიმატის ცვლილების გამო, თქვა დაბელკომ.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ინტერესი გრენლანდიის შეძენით, რომელიც დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიაა, აშშ-ის დიდი ხნის მოკავშირე და ნატოს დამფუძნებელი წევრია, აქ ასევე არის აშშ-ს მსხვილი სამხედრო ბაზა.
რატომ არის გრენლანდია ასე სასურველი?
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კლიმატოლოგის დევიდ ჰოლანდის თქმით, გრენლანდია არის ღია მაცივრის კარი ან თერმოსტატი პლანეტის გლობალური დათბობისას და ის მდებარეობს რეგიონში, რომელიც თბება ოთხჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო.
გრენლანდია შეიცავს ძვირფას, იშვიათი მინერალებს, რომლებიც საჭიროა ტელეკომუნიკაციებისთვის, ისევე როგორც ურანი, მილიარდობით ასათვისებელი ბარელი ნავთობი და ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი, რომელიც სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
ამ მინერალებიდან ბევრი ახლა ძირითადად ჩინეთს მიეწოდება, ამიტომ სხვა ქვეყნები, როგორიცაა შეერთებული შტატები, იჩენენ ინტერესს, ამბობს დაბელკო. სამი წლის წინ, დანიის მთავრობამ შეაჩერა გრელანდიის ზღვის ნავთობის საბადოების დამუშავება, ტერიტორიაზე სადაც 57000 მოსახლე ცხოვრობს.
მაგრამ ნავთობის, გაზისა და მინერალების მიღმა, ასევე არის ყინული – „გიგანტური“ რაოდენობა, ამბობს კლიმატოლოგი ერიკ რინიოტი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ირვინი.
თუ კუნძულზე ყინული დნება, ის შეცვლის სანაპირო ზოლს მთელს მსოფლიოში და პოტენციურად შეცვლის კლიმატურ პირობრბს იმდენად დრამატულად, რომ ამ საფრთხის გამო ჰოლივუდმა კატასტროფაზე ფილმიც კი შექმნა.
გრენლანდიაში იმდენი ყინული დაგროვდა, რომ თუ ეს ყველაფერი გადნება, მსოფლიო ოკეანის დონე 7,4 მეტრით მოიმატებს. დაახლოებით 30 სანტიმეტრია ეგრეთ წოდებული ზომბის ყინული, რომელიც უკვე განწირულია დნობისთვის, რაც არ უნდა მოხდეს, ნათქვამია 2022 წლის კვლევაში.
1992 წლიდან გრენლანდია ყოველწლიურად კარგავს დაახლოებით 182 მილიარდ ტონას (169 მილიარდ მეტრულ ტონას) ყინულს, 2019 წელს დანაკარგებმა 489 მილიარდ ტონას მიაღწია.
გრენლანდია 21-ე საუკუნეში „ყურადღების საკვანძო წერტილი“ იქნება, რადგან მისი ყინულის დნობა გავლენას ახდენს ზღვის დონებზე, თქვა მარკ სერესემ, თოვლისა და ყინულის ეროვნული მონაცემთა ცენტრის დირექტორმა ბოულდერში, კოლორადო. „მომავალში ის ალბათ უფრო და უფრო მეტ წვლილს შეიტანს“.
მოქმედებს თუ არა სხვა კლიმატური ფაქტორები?
გრენლანდია ასევე წარმოდგება როგორც ძრავი და გადამრთველი ოკეანის ძირითადი დინებისთვის, რომელიც გავლენას ახდენს დედამიწის კლიმატის დიდ ნაწილზე, მათ შორის ქარიშხლებისა და ზამთრის შტორმების აქტივობაზე. ამ დინებას ატლანტიკური მერიდიონალური ცირკულაცია ეწოდება და ის ნელდება, რადგან გრენლანდიაში ყინულის დნობის გამო მეტი მტკნარი წყალი შემოდის ოკეანეში, ამბობს სერეზი.
ამ დინების შენელება ან, მით უმეტეს, განადგურება იქნება გარდამტეხი მომენტი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის კლიმატში, რომლებიც შესაძლოა ხანგრძლივ ყინვებში მოხვდნენ, როგორც ეს ნაჩვენებია 2004 წლის ფილმში „The Day After Tomorrow“ (ზეგ).
„თუ დინებათა ეს გლობალური სისტემა მნიშვნელოვნად შენელდებოდა – როგორც ვიცით ეს მოხდა წარსულში – ნორმალური ტემპერატურული რეჟიმები და ნალექები მთელს მსოფლიოში მკვეთრად შეიცვლებოდა“, – ამბობს კლიმატოლოგი ჯენიფერ ფრენსისი ვუდველის კლიმატის კვლევის ცენტრიდან.
„სოფლის მეურნეობას საფრთხე დაემუქრება, ეკოსისტემები დაინგრევა და „ნორმალური“ ამინდი წარსულს ჩაბარდება.
გრენლანდია ასევე იცვლის ფერს დნობისას, თეთრი ყინულიდან, რომელიც ასახავს მზის სინათლეს, სითბოს და ენერგიას, ლურჯი და მწვანე ოკეანისა და ხმელეთისკენ, რომელიც შთანთქავს ბევრად მეტ ენერგიას, თქვა ჰოლანდმა.
გრენლანდია თამაშობს გარკვეულ როლს მკვეთრ აცივებაში, რომელსაც ამჟამად განიცდის შეერთებული შტატების ორი მესამედი. 2012 წელს გრენლანდიის ამინდმა ხელი შეუწყო სუპერ ქარიშხალი სენდის, რომ ნიუ-იორკისა და ნიუ ჯერსისკენ მიმართულიყო ამბობს ზამთრის ამინდის ექსპერტი ჯუდ კოენი კერძო კომპანია Atmospheric and Environmental Research-იდან.
გრენლანდიის თავზე ყინულის მთები ასევე ცვლის რეაქტიული ნაკადის სტრუქტურას, რომელსაც მოაქვს მოაქვს შტორმები მთელს მსოფლიოში და გარკვეულწილად განაპირობებს ყოველდღიურ ამინდს. ხშირად, განსაკუთრებით ზამთარში, გრენლანდიის სანაპიროზე მაღალი წნევის სისტემის ბლოკირება იწვევს არქტიკული ჰაერის დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენ გადაადგილებას და „ურტყამს“ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, თქვა კოენმა.
რატომ არის გრენლანდიის მდებარეობა ასე მნიშვნელოვანი?
იმის გამო, რომ გრენლანდიის უმეტესი ნაწილი მდებარეობს არქტიკულ წრეში შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ევროპას შორის, ეს არის გეოპოლიტიკური პრიზი, რომელსაც შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უყურებდნენ. მისი ღირებულება იზრდება, რადგან არქტიკა სულ უფრო იხსნება (კლიმატის ცვლილების გამო) გადაზიდვებისა და ვაჭრობისთვის.
მაგრამ ეს ყველაფერი უგულებელყოფს ყინულით დაფარული კუნძულის უნიკალურ სილამაზეს, რომელიც შეიცავს დედამიწის უძველეს კლდეებს.
„გრენლანდია წარმოუდგენლად ლამაზია. ეს უბრალოდ დამაფიქრებელია“, – ამბობს ჰოლანდი, რომელმაც 2007 წლიდან მოყოლებული ყინულზე კვლევა 30-ზე მეტჯერ ჩაატარა.
„იმპაირ სტეიტ ბილდინგის ზომის ყინულის ნაჭრები კლდეებიდან ცვივა და ოკეანეში ეცემა. და კიდევ მშვენიერი ველური ბუნება, სელაპები და ვეშაპები, ეს უბრალოდ განსაცვიფრებელია“.
წყარო: euronews.com