ყუთები არენდით – ბიზნეს იდეა სტარტაპისთვის

ბიზნესიდეა, ყუთები, კონტეინერები

ნარჩენების გადამუშავების საკითხი მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას, ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი, შესაფუთი თუ გადასატანი საშუალებები კი, როგორც წესი ამ პრობლემას უფრო აღრმავებს.

აშშ-ში მცხოვრები სპენსერ ბრაუნი, ამ საკითხს შემოქმედებითად მიუდგა და შექმნა სერვისი, რომელიც ერთდროულად სასარგებლოცაა და შემოსავლიანიც.

გააცნობიერა რა, რომ ადამიანებს უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ნივთების ჩალაგება, გადატანა, ის დაფიქრდა იმაზე თუ სად მიდიოდა ამდენი ყუთი, შესაფუთი მასალები, ცელოფანი და ა.შ.

როგორც აღმოჩნდა ადამიანების უმრავლესობა ამ მასალებს ერთჯერადად იყენებს და შემდეგ ეს ყველაფერი სანაგვეზე ხვდება.

სწორედ აქედან გამომდინარე, ბრაუნმა შექმნა ყუთების, კონტეინერების და სხვა ტრანსპორტირებისთვის საჭირო, შესაფუთი ყუთების (მასალების) არენდის სერვისი (Rent-a-GreenBox).

ბიზნეს იდეა

დამკვეთს მხოლოდ სერვისთან დაკავშირება და შეკვეთის მიცემა სჭირდება, ყველაფერს რაც აუცილებელია სახლში მიუტანენ, ერთი კვირის შემდეგ კი უკან წაიღებენ.

ბიზნესიდეა

იდეა რამდენადაც მარტივია, იმდენად სასარგებლოა, მისი საშუალებით შესაძლებელია ნაგვის შემცირება, ერჯერად ნივთებზე ფულის დაზოგვა, იგი უფრო კომფორტულს ხდის საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და ამასთან სერვისის მეპატრონისთვის შემოსავლის წყაროა.

თქვენი რეკლამა