
ეს მზის პანელები ცვლიან ჩვენს წარმოდგენებს, თანამედროვე სახურავის დიზაინის შესახებ.
კონპანია Sistine Solar – მა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მაგისტრანტების პროექტის მიხედვით შექმნა მზის პანელები – SolarSkin.
SolarSkin პანელები იდეალურად ეხამებიან გარემო პირობებს და შენობის დიზაინს.
იდეის ავტორები, იდო სალამა და სენტილ ბალასუბ აბრამიანი, ცდილობენ ახალი ტექნილოგიები ელეგანტურ დიზაინთან შერწყან. მათი ოცნებაა მსოფლიო, რომელიც მხოლოდ განახლებად ენერგიის წყაროებს გამოიყენებს.
SolarSkin – მზის პანელები, სახურავზე შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც კრამიტი, შიფერი (თიხოვანი ფიქალი), ფიცარი და ბალახიც კი. ამ იდეის განსახორციელებლად პროექტში მიიწვიეს მხატვრებიც.
2015 წლის შემოდგომაზე, ამერიკულმა კომპანიამ ხელისუფლებისგან მიიღო 1 მილიონი დოლარი, ამ პერსპექტიული პროექტის განსავითარებლად, შედეგიც სახეზეა.
კომპანია ემსახურება სასტუმროებს, რესტორნებს და კერძო ბინათმფლობელებს.
კომპანიის საიტი: www.sistinesolar.com
სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.