რატომ არის ჯეჯილის წვენი ჯანსაღი კვების აუცილებელი კომპონენტი?
სულაც არ არის აუცილებელი ჯანსაღი კვება იყოს ძვირადღირებული და დეფიციტური.
ადამიანის ორგანიზმი მთელი წლის განმავლობაში საჭიროებს ქლოროფილით, ვიტამინებით, მინერალებით, ფერმენტებითა და სასარგებლო მცენარეული უჯრედისით მდიდარ საკვებს.
ჯანსაღი კვების ერთ-ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის გაღივებული ხორბლის პროდუქტი – ჯეჯილის წვენი. ეს საოცარი სასმელი ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30-იან წლებში შეიმუშავა პროფესიონალმა აგრარიკოსმა და ქიმიკოსმა-ჩარლზ შნაბელმა.
სასწაულმოქმედმა სასმელმა გასაოცარი შედეგებით მალევე მოიცვა ბევრი ქვეყანა. მას შემდეგ გვეძლევა საშუალება, ვისარგებლოთ ჯეჯილის უნიკალურობით და ვიმკურნალოთ ხორბლის მართლაც რომ ღვთიური თვისებებით.
რა განაპირობებს ჯეჯილის წვენის განსაკუთრებულობას?
ჯეჯილის წვენი შეიცავს ვიტამინებს B და C , რკინას, კაროტინს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯეჯილის წვენში არის გაცილებით მეტი C ვიტამინი, ვიდრე ციტრუსებში.
რკინის, კალციუმის და კაროტინის შემცველობით კი იგი წინ უსწრებს ყველასთვის ნაცნობ ისპანახს.
ამ საოცარი სასმელის თვისებები გამაოგნებელია, იგი:
- აძლიერებს იმუნიტეტს
- შესამჩნევად აახალგაზრდავებს ორგანიზმს როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად – ერთდროულად უმჯობესდება კანის, თმების, ფრჩხილების მდგომარეობა, ქრება წვრილი ნაოჭები (კოსმეტიკაში გამოიყენება დამატებით ჯეჯილის წვენის მიღების შედეგად წარმოქმნილი ქაფი).
- ეფექტურია გახდომისთვის, ჯეჯილის წვენში უხვად არის საკვები ნივთიერებები და დილით მისი მიღება ჭამის მოთხოვნილებას აქვეითებს.
- ეფექტურად წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან ( მათ შორის ქიმიური პრეპარატების ტოქსინებისგან). ასუფთავებს ორგანიზმს კანცეროგენებისა და მძიმე მეტალებისგან.
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჯეჯილის სითხე სისხლში ჟანგბადის შემცველობას ზრდის.
- ეხმარება ორგანიზმს ანემიის აღმოხვრაში, აწესრიგებს არტერიულ წნევას;
- აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, ჯეჯილში შემავალი ამინომჟავების და ფერმენტების კომპლექსი, სასიკეთოდ მოქმედობს მომეტებული მჟავიანობაზე წყლულზე და ზოგადად საჭმლის მომნელებელი სისტემაზე;
- აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას;
- ქლოროფილი, რომელსაც ჯეჯილი დიდი რაოდენობით შეიცავს ართრიტის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა;
- სისხლში შაქრის შემცველობის შემცირების გზით სტაბილური ხდება დიაბეტით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- ხსნის დაღლილობას, ჯეჯილის წვენი უძლიერესი ენერგიის მატარებელია, მას „მზის ენერგიის კონცენტრატს“ უწოდებენ, ქლოროფილი ხელს უწყობს სისხლის უჯრედებში ჟანგბადის გაზრდას და მათ რეგენერაციას, რაც საგრძნობლად ამცირებს დაღლილობის სიმპტომებს.
- აქტიურად აღკვეთს პათოგენურ მიკროფლორას ორგანიზმში მეგობრული, დადებითი მიკროფლორის ჩამოყალიბების საშუალებით;
- აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარებას და საუკეთესოა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის;
- ჯეჯილის წვენი ისევე,როგორც ჭრილობაზე, მზის დამწვრობაზეც კარგად მოქმედებს. ბამბით წაისვით სითხე მზისგან დაზიანებულ კანზე, რამდნიმე წუთის შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ მშრალი ნაჭრით;
- ხელს უწყობს ეროზიების, კანის დაავადებების, ღია ჭრილობების, წყლულების მკურნალობას.
ეს არის ჯეჯილის წვენის ძირითადი, ეფექტიანი თვისებები. ხოლო სხვა უამრავ შედეგს ინდივიდუალურად აღმოაჩენს საკუთარ ორგანიზმში ყველა, ვინც რეგულარულად მიიღებს ამ სასწაულმოქმედ სასმელს.
ჯეჯილის წვენის მიღება ხდება მშიერ კუჭზე, უმჯობესია, დღის პირველ ნახევარში, ყოველ შემთხვევაში სასურველი არ არის, რომ ეს იყოს ღამე – ვინაიდან იგი ორგანიზმში, ყველა ორგანოზე ახდენს მატონიზირებელ ეფექტს, ამარაგებს, ამდიდრებს მათ სასარგებლო და საჭირო ნივთიერებებით.
რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯეჯილის წვენის რეგულარულად მიღების შემთხვევაში თქვენ შენიშნავთ ორგანიზმში მკაფიო ცვლილებებს!!!
თქვენ იაფად, მარტივად და კომლექსურად სასარგებლოდ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ და აღიდგინოთ ჯანმრთელობა!
გამოყენებულია „ღივების სახლი – ბიოფრეშის“ მასალა.
წვენის მომზადება ძალიან ადვილია: გაატარეთ ჯეჯილი ხორცსაკეპ მანქანაში და შემდეგ ბლენდერში.
ჯანმრთელი ადამიანისთვის საკმარისია 30-50 მლ წვენი დღეში ერთხელ, უმჯობესია მიიღოთ ჭამის შემდეგ (მინიმალური დოზიდან). მიიღეთ მხოლოდ ექიმის კონსულტაციის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი სამკურნალო ან პროფილაქტიკური პროცესის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.