
სისწრაფე, ეფექტურობა, ხარისხი, მაღალი წარმადობა, უდანაკარგო მუშაობა, კომფორტი – ეს ის მახასიათებლებია რომელიც Claas-ის ტექნიკას კონკურენტებისგან გამოარჩევს.
Claas-ი მსოფლიოში ლიდერი აგროტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა, იგი 1913 წელს გერმანიაში დაარსდა და დღესდღეობით მსოფლიოს 161 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოში.
Claas-ი გვთავაზობს სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ფართო სპექტრს: ტრაქტორებს 72-დან 524 ცხენის ძალამდე სიმძლავრით, კომბაინებს, მოსავლის ამღებ მანქანებს, ბალახის სათიბელებს, შემგროვებლებს, ამღებ დანადგარებსა და მისაბმელებს.
საქართველოში Claas-ის ოფიციალური პარტნიორია აგროსფერო იგი გთავაზობთ როგორც Claas-ის ტექნიკას, ასევე მის შემდგომ სერვისს, სათადარიგო ნაწილებსა და კონსულტაციას.
სერვის-ცენტრის ტექნიკური პერსონალი მუდმივად გადის პრაქტიკულ სწავლებებსა და ტრეინინგებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია და აითვისოს ის სიახლეები რომელსაც ნერგავს კომპანია Claas-ი. სათადარიგო ნაწილები მუდმივად ადგილზეა და ტექნიკის შემთხვევით დაზიანების შემთხვევაში სერვის-ცენტრი პრობლემას უმოკლეს დროში მოგიგვარებთ.
გაინტერესებთ რას ნიშნავს Claas-ის მაღალი ხარისხი და რა არის მისი უპირატესობები? იხილეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეო, სადაც ნახავთ რეალურად რა დადებითი ეფექტი იქონია Claas-ის ტექნიკის გამოყენებამ რამდენიმე ქართული მეურნეობის მოსავალზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული – http://www.claas.ge/cl-pw-en
საკონტაქტო ინფორმაციისთვის – http://www.agrosphere.ge/ge/contact