
სამედიცინო ცენტრი ბოსტონში (აშშ) საკუთარის პაციენტებისთვის ბოსტნეულს აწარმოებს.
ბოსტონის სამედიცინო ცენტრში პაციენტთა მოვლა მოიცავს პროგრამებს, რომლებიც შეიძლება სულაც არ მიიღოთ ტრადიციული მედიცინად. მიუხედავად ამისა, ისინი დიდ გავლენას ახდენენ ადამიანების ჯანმრთელობაზე.
წელს BMC-მა სახურავზე მეორე საბოსტნე ფართობი აამოქმედა, სახურავზე მოჰყავთ სხვადსხვა სახის ბოსტნეული, მოყვანილი ბოსტნეულის განთავსება საავადმყოფოს საკვების საწყობში ხდება, იქიდან კი მიეწოდება პაციენტებს.
ცენტრის სახურავზე მდებარე ბოსტნებიდან, წელს, 6 ათას ფუნტზე (2.7 ტონა) მეტი ბოსტნეული და მწვანილი მოვიდა.
სამედიცინო ცენტრში, სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს ემსახურებიან, მათ შორის საკვების ალერგია, დიაბეტი, ჰიპერტენზია, თირკმლის უკმარისობა. პროგრამა მოქმედებს მიმართულებებით, ასე რომ, ექიმებმა იციან, თუ ამ საკვების მიწოდება ვისთვის არის საჭირო იუწყება NBC Boston.
„ბევრი ჩვენი პაციენტი ცხოვრობს ისეთ ადგილებში, რასაც ჩვენ „საკვების უდაბნოებს“ ვუწოდებთ. ანუ იმ გარემოში, სადაც არ არის ფართო წვდომა ჯანსაღ სუფთა საკვებზე“, – თქვა ექიმმა ანა გოლდმანმა. – ამან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებები, მაღალი წნევა, დიაბეტი, სიმსუქნე. ამრიგად, ამ ქრონიკული დაავადებების ფონზე, ჩვენთან წარმიებული საკვები დიდ დადებით ზეგავლენას ახდენს პაციენტთა გამოჯანმრთელების პროცესზე.
სახურავიდან პროდუქციის უმეტესობა საწყობში იგზავნება. მათგან დაახლოებით 1/3 მიდის პაციენტთა კვებაზე, ასევე არსებობს ფერმერების ბაზარი პერსონალისთვის. ჯერჯერობით, მეურნეობა ოქტომბრის ბოლომდე ღია რჩება, თუმცა ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ააშენებენ სათბურს, რათა მთელი წლის განმავლობაში ახალი ბოსტნეული მოვიდეს.