6 მილიონი 6 წელიწადში – ქართული აგრარული ვებგაზეთი

აგროკავკასია, აგრარული, გაზეთი, ვებ, რეიტინგული

2014 წლის 02 სექტემბრიდან – 2020 წლის 25 ოქტომბრამდე საიტზე „აგროკავკასია“ უნიკალური მომხმარებლების ჯამურმა რაოდენობამ 6 000 000-ს  გადააჭარბა (TOP.GE).

სოფლის მეურნეობისა და ზოგადად სოფლის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგობროვი საინფორმაციო სივრცის არესებობა და მისი ხელშეწყობა.

წარმოება და მარკეტინგიკი 21 საუკუნეში წარმოუდგენელია ინფორმაციული უზრუნველყოფის გარეშე.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე 2014 წელს დავიწყეთ პროექტის – დარგობრივი აგრარული ვებგაზეთი „აგროკავკასია“ https://agrokavkaz.ge/ განხორციელება.

ფერმერთა საჭიროებიდან გამომდინარე, შერჩეული იქნა რუბრიკები: მემცენარეობა, მეფუტკრეობა,  მეცხოველეობა, მებაღეობა, მევენახეობა, მეთევზეობა, მებოსტნეობა…

ქალბატონების თხოვნის ნიადაგზე დაემატა რუბრიკა „სამკურნალო მცენარეები“.

ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მკითხველში რუბრიკა „ფერმერთა სკოლა“ სადაც იდება სტატიები: ფერმერული საქმიანობის შესახებ თვეების მიხედვით, აგრეთვე სტატიები ნიადაგის და სამეურნეო საქმიანობის ზოგადი საკითხების შესახებ.

გაზეთში ყოველდღიურად შუქდება დარგობრივი, აგრეთვე დარგთან დაკავშირებული საკითხები და სიახლეები.

განვლილი პერიოდის სტატისტიკა და რეიტინგული მონაცემები

საიტის კონცეფცია, დიზაინი, პროგრამირება დასრულდა 2014 წლის 26 აგვისტოს.
საიტის სატესტო რეჟიმი 2014 წლის 02 სექტემბერი-1014 წლის 02 ოქტომბერი
ფუნქციონირება სრულ რეჟიმში-2014 წლის 02 ოქტომბერი

ოფიციალური სტატისტიკა, TOP.GE

2014 წლის 02 სექტ.-2020 წლის 25 ოქტომბერი. საიტზე დაიდო 2000-ზე მეტი სტატია;

აღნიშნულ პერიოდში საიტზე შემოსული უნიკალური მომხმარებლების ჯამური რაოდენობა 6 015 000  (TOP.GE) შეადგენს, არც დარგობრივი საიტისთვის ძალიან მარალი მაჩვენებელია.

სტატიების წაკითხვადობის საერთო მაჩვენებლი (ჰიტები) 9 000 000-ს აჭარბებს, არის საიტზე სტატიები რომელსაც 90 000-ზე მეტი წაკითხვა აქვს.

სამწუხაროდ „აგროკავკასია“ არ ფინანსდება არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

დიდი მადლობა ყველა მკითხველს.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი რეკლამა