
გარგარი (ლათ. Prúnus armeniáca) —ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარეა. ხის სიმაღლე 15 მ აღწევს. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად გლუვი კანი. გარგარი შესანიშნავი, გემრიელი და ჯანსაღი ხილია. ის შეიცავს უამრავ ვიტამინს.
ახალი გარგარის რბილობი შეიცავს 4,7-დან 27%-მდე შაქარს (მწიფე ხილში ჭარბობს საქაროზა), მცირე რაოდენობით დექსტრინი, ინულინი და სახამებელი. ბოჭკოების შემცველობა – 0,8%, ორგანული მჟავები – 1,3%.
ნაყოფი ასევე შეიცავს ლიმონის, ვაშლის, ღვინის და ზოგიერთი სალიცილის მჟავას, კვერცეტინს, იზოკერციტრინს, ლიკოპენს, მთრიმლავ ნივთიერებებს (1%-მდე) და იოდის ნაერთებს. მინერალებს – კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი.
C ვიტამინი ცოტაა ახალ გარგარში (10 მგ%), არის ვიტამინები P, B1 და PP, მაგრამ ყველაზე მეტად კაროტინი (პროვიტამინი A) – 16 მგ-მდე.
საინტერესო ფაქტები გარგარის შესახებ
- ხალხმა ეს ხილი იცოდა სულ მცირე ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულის დასაწყისიდან.
- ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გარგარს „სომხური ვაშლის“ სახელით იცნობენ.
- თუ გარგარს თესლს მოაცილებთ და რბილობს გააშრეთ, გარგარის ჩირს – კურაგას მიიღებთ. ეს საინტერესოა, რადგან ის შეიცავს დაახლოებით ათჯერ მეტ კალორიას, ვიდრე ახალი ხილი.
- ევროპელებმა გარგარი პირველად მაშინ გაიცნეს, როცა ის ალექსანდრე მაკედონელის ჯარმა ჩაიტანა მისი ერთ-ერთი სამხედრო კამპანიიდან.
- კლიმატი, რომელშიც ეს ხილი იზრდება, პირდაპირ გავლენას ახდენს მათ წვნიანსა და სიტკბოზე. რაც უფრო თბილია და რაც უფრო მეტი მზეა, მით უფრო გემრიელია გარგარი.
- გარგარი იტანს ყინვებს -45 გრადუსამდე. ესეთ გარემოში მოყვანილი გარგარი წმინდა თეორიულად, შეგიძლიათ მიირთვათ კიდეც, მაგრამ არავის უნდა, რადგან პატარაა და ძალიან მჟავე.
- თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს გარგარის სამრეწველო წარმოებაში მოყვანაში.
- გარგარის უახლოესი ნათესავი არის ქლიავი.
- გარგარის კურკი გემო ნუშის მსგავსია. ზოგჯერ მათ მარციპანის დასამზადებლადაც კი იყენებენ, რადგან იაფია.
- გარგარი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ხილიდან, რომელიც გაშრობისას პრაქტიკულად არ კარგავს თავის სასარგებლო და მკვებავ თვისებებს.
- დიეტოლოგები მათ კლასიფიცირებენ დიეტურ პროდუქტებად დაბალი კალორიული შემცველობის გამო.
- გარგარი კულტივირებულია ჩრდილოეთ ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში. საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია კახეთსა და ქართლში.
იხილეთ აგრეთვე: გარგარი – დარგვა, გასხვლა, მოვლა, ჯიშები