აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ამჟამინდელი მონაცემებით, 2023/24 წლების სეზონში ვაშლის გლობალური წარმოება 175 ათასი ტონით გაიზრდება და 83,1 მილიონ ტონას შეადგენს.
ჩინეთში, სამხრეთ აფრიკასა და შეერთებულ შტატებში მოსავლის გაზრდილი მოცულობა, დაფარავს დაბალ მოსავალს ევროკავშირსა და თურქეთში.
ვაშლის წარმოება ჩინეთში 0,5 მილიონი ტონით 45 მილიონ ტონამდე გაიზრდება. 71 ათასი ტონით უნდა გაიზარდოს ექსპორტიც, რომელიც ახალ მარკეტინგულ წელს 845 ათას ტონას მიაღწევს, იმპორტი კი პირიქით, 80 ათას ტონამდე შემცირდება, რადგან ახალი ზელანდიიდან შესყიდვები შემცირდება.
ევროკავშირში მოსავალი 475 ათასი ტონით შემცირდება და 12,2 მლნ ტონას შეადგენს. რეგიონში პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების ფონზე ექსპორტი 60 ათასი ტონით გაიზრდება და 1,1 მლნ ტონამდე მიაღწევს.
შეერთებული შტატები ხელსაყრელი ამინდის ფონზე, შეძლებს ვაშლის მოსავლის გაზრდას თითქმის 60 ათასი ტონით 4,4 მილიონ ტონის მოცულობამდე. ასევე, პროდუქციის დიდმა მარაგმა საგრძნობლად უნდა გაზარდოს ექსპორტი (200 ათას ტონაზე მეტი), რაც საბოლოო ჯამში 820 ათას ტონას მიაღწევს.
ვაშლის წარმოება თურქეთში 2014/15 წლების სეზონის შემდეგ პირველად 118 ათასი ტონით შემცირდება და 4,9 მილიონი ტონა შეადგენს. შედეგად, ექსპორტი 16 ათასი ტონით 380 ათას ტონამდე შემცირდება.