
მალაიზიური კომპანიამ Meraque Group უზბეკეთთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „ჭკვიანი“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (აგროდრონების) წარმოებაზე, იუწყება EastFruit.
ამ მიზნით მალაიზიას უზბეკეთის დარგობრივი სამინისტროს, რეგიონების და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების წარმომადგენლების დელეგაცია ეწვია.
სტუმრებმა მოლაპარაკებები გამართეს რიგ დეპარტამენტებთან და კომპანიებთან სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვის, მეთევზეობის განვითარების, ბრინჯის მოყვანის, აბრეშუმის წარმოების და სხვა მიმართულებებზე.
Meraque ტექნიკის წარმოებას, იანგიულის რაიონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე გეგმავს.
მალაიზიის სოფლის მეურნეობის მარკეტინგის სააგენტო უზბეკური მხარეს, აბრეშუმის, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის მხარდაჭერას დაჰპირდა.
შემდეგ დელეგაციამ უზბეკეთ-მალაიზიურ ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სტუმრებმა წარმოადგინეს უზბეკური ბრინჯის ჯიშები და მეურნეობის განვითარების გეგმები და ხელი მოაწერეს რამდენიმე ხელშეკრულებას მალაიზიურ კომპანიებთან სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების დანერგვის, მოსავლიანობის გაზრდისა და ექსპორტზე ორიენტირებული კულტურების მოშენების მიმართულებით.