
კასტილა-ლა მანჩას ხახვის მწარმოებელთა ასოციაციის (Procecam) თანახმად, საშუალო და გვიანი სეზონის ხახვით დარგული ფართობები, სავარაუდოდ დარჩება გასული სეზონის დონეზე, შესაძლოა ოდნავ შემცირდეს ფასის დაცემის შიშის გამო.
ამის შესახებ FreshPlaza იუწყება.
საადრეო ხახვის თესვა ესპანეთში დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულდა და, ამ შემთხვევაში, ფართობი შემცირდა 10-დან 12%-მდე, მნიშვნელოვანი ვარდნაა 30%-ზე მეტით ანდალუზიაში, რომელიც ესპანეთში საადრეო ხახვის მთავარი რეგიონია.
„ამ სეზონზე ხახვის კატასტროფული კომერციული შედეგების გათვალისწინებით, გასაკვირია, რომ ხახვის მოსაყვანი ფართობი სტაბილური დარჩა. როგორც საადრეო ხახვთან დაკავშირებით ვნახეთ, ჩვენ ველოდით, რომ საგვიანო ხახვის დარგვაც შემცირდებოდა“, – თქვა Procecam-ის დირექტორმა ლუის ფერნანდო რუბიომ.
აღნიშნულია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ხახვის გაყიდვის ფასებმა ხარჯების დაფარვა ვერ შეძლო.
„რადგან გაშენებული ფართობი გასული წლის მსგავსია, ვშიშობთ, რომ მაღალი მოსავლიანობისთვის ოპტიმალური პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომავალ სეზონში კვლავ ჭარბი წარმოება გვექნება“, – ამბობს ბატონი რუბიო.
ამჟამად ესპანური ხახვის გაყიდვები უსიცოცხლო რჩება, ფასები კი წამგებიანი, მიუხედავად მაღალი ხარისხისა და დიდი ზომისა. ბაზრები აგრძელებენ ზეწოლას სხვადასხვა წყაროდან მნიშვნელოვანი მარაგების გამო.