უკრაინაში 2500 ჰექტარზე კაკლოვან კულტურებს გააშენებენ

კაკლოვნები

2017 წელს, უკრაინაში 2500 ჰექტარზე კაკლოვანი კულტურების გაშენება დაგეგმეს, მათ შორის: კაკალი – 1,52 ათას ჰა, თხილი – 0,89 ათასი ჰა, ნუში 40 ჰა. შედეგად მხოლოდ კაკლის ფართობი უკრაინაში 5,0 ათასი ჰა იქნება.

„კაკლოვანი კულტურების წარმოება, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სეგმენტია უკრაინის აგროსამრეწველო კომპლექსისითვის, რომელიც მაღალი დონის რენტაბელობას უზრუნველყოფს.

მე ძალიან მომწონს კოოპერაციის საპილოტე პროექტის იდეა, რომლის რეალიზაციაც საშუალებას მოგვცემს, აღმოსავლეთ რეგიონებიდან გადმოსახლებული მოსახლეობა  – კაკლოვნების წარმოებაში ჩავრთოთ“, – განაცხადა ოლგა ტროფიმცევამ, აგრარული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ.

აგრარული პოლიტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს უკრაინიდან 40 ათასი ტონა (79,29 მლნ. დოლარის ღირებულების) კაკლოვნების ექსპორტი განხორციელდა.

თქვენი რეკლამა