საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული კორპუსი სრულად ამოქმედდა. სტუდენტებს საშუალება აქვთ თეორიულ ცოდნასთან ერთად, თანამედროვე სასაწავლო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში პრაქტიკულ ცოდნასაც დაეუფლონ.
აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტში, გაერთიანებულია 8 საგანმანათლებლო პროგრამა: მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები და აგროინჟინერია.
ზემოთ ჩამოთვლილი რვა პროგრამიდან, შვიდი სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებზე უკვე მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შექმნის შემდეგ კი მოხდა მათი თემატური გაერთიანება ერთი ფაკულტეტის ფარგლებში.
პარტნიორი უნივერსიტეტები ევროპასა და ამერიკაში საშუალებას აძლევს პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში სწავლების შემდგომ საფეხურზე.
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისთვის, საქართველოს მთავრობამ 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.