2026 წლის იანვარი – ივნისის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 16.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 10.7 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენი.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 36%-ით (2.8 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 28%-ით (3.6 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (23%), ავსტრალია (21%), რუსეთი (12%), გერმანია (11%) და ისრაელი (7%).

