თურქეთში, მაღალტექნოლოგიური 40,000 მ² ფართობის, გეოთერმულ მინის სათბური საწარმოო პროცესი დაიწყო. პროექტი ფოკუსირებულია პომიდვრის მდგრად კულტივაციასა და ევროპაში ექსპორტზე.
თურქეთში ახალ ინოვაციურ ობიექტში – 40,000 მ² ფართობის გეოთერმული მინის სათბურში, კაისერის პროვინციაში, წარმოება დაიწყო. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სათბურის პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ბოსტნეულის მთელი წლის განმავლობაში მდგრად წარმოებაზე, ნახშირბადის მინიმალური კვალით და მაღალი კონკურენტუნარიანობით ევროპის ბაზარზე.
ინვესტირება მდგრად სოფლის მეურნეობაში
კომპანიამ W Agro Park ახალი მაღალტექნოლოგიური სათბური გახსნა, რომელიც უახლესი საინჟინრო და ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების გამოყენებით აშენდა. ობიექტი ამ ტიპის პირველი გეოთერმული გათბობის მქონე მინის სათბურია, რაც მას თურქეთის სათბურების სექტორის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად აქცევს.
გეოთერმული გათბობის სისტემა უზრუნველყოფს სტაბილურ მიკროკლიმატს მთელი წლის განმავლობაში, მინიმუმამდე ამცირებს წიაღისეული საწვავის გამოყენებას და ამცირებს ნახშირბადის კვალს. Venlo-ს ტიპის მინის სტრუქტურა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ბუნებრივ განათებას, ზუსტ კლიმატის კონტროლს და წარმოების მაღალ ეფექტურობას.
ინოვაცია და ავტომატიზაცია
ყველა ძირითადი კლიმატური პარამეტრი – ტემპერატურა, ტენიანობა, CO₂ შემცველობა, ირიგაცია და სასუქის განაყოფიერება – 24/7 რეჟიმში კონტროლდება Hoogendoorn IIVO ავტომატიზაციის სისტემის მეშვეობით. ეს პლატფორმა არა მხოლოდ პროცესების რეალურ დროში მონიტორინგის, არამედ დისტანციური მართვის საშუალებას იძლევა, რაც ამცირებს ადამიანურ შეცდომებს და აუმჯობესებს პროდუქტის ხარისხს.
პროექტი განხორციელდა როგორც თურქული, ასევე საერთაშორისო ტექნოლოგიური პარტნიორების მონაწილეობით. ძირითადი კონტრაქტორები და სისტემის მომწოდებლები არიან TIMFOG Engineering, Boal System, Hoogendoorn, Van der Valk, HollandGaas, Phormium, Aqualine, Netafim და MST Holland, მათ უზრუნველყეს სათბურის ინფრასტრუქტურისა და ავტომატიზაციის ძირითადი კომპონენტები.
წარმოება, ექსპორტი და დასაქმება
სათბური გათვლილია 2500 ტონამდე, ახალი პომიდვრის წლიური წარმოების სიმძლავრეზე, ძირითადად ევროპაში ექსპორტისთვის. პროექტი აერთიანებს მაღალი ხარისხის სტანდარტებს და პროდუქტის მკაცრ მიკვლევადობას, რაც აძლიერებს თურქული ბოსტნეულის ექსპორტის პოტენციალს საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანია W Agro Park ქმნის სამუშაო ადგილებს – ობიექტი პრდაპირ დაასაქმებს 40-45 ადამიანს – და მნიშვნელოვნად მეტს ირიბად ლოჯისტიკის, შეფუთვის, მოვლა-პატრონობისა და მომსახურების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკაში.
ფოტო: Freepik. წყარო: hortidaily.com

