ტაჯიკეთში ექსპორტის მხარდაჭერის ცენტრები გაიხსნება

ტაჯიკეთი, ექსპორტი

ტაჯიკეთმა ექსპორტის მხარდაჭერის მასშტაბური პროგრამა დაიწყო, მის ფარგლებში, ქვეყნის რეგიონებში, სპეციალიზებული ექსპორტის მხარდაჭერის ცენტრები და ექსპორტის სკოლები იხსნება.

ამის შესახებ განაცხადა ტაჯიკეთის რესპუბლიკის ექსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, ხურშედ ზუხურზოდამ.

ეს ინიციატივა მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის მიერ და მიზნად ისახავს ადგილობრივი პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე შესვლის ხელშეწყობას და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მცირე მწარმოებლებისთვის – ტაჯიკეთში დაახლოებით 200 ათასი ფერმისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი რესურსები და ცოდნა, რათა დამოუკიდებლად ორგანიზება გაუწიონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტს, აღნიშნავს Asia-Plus.

პროექტის მთავარი ელემენტი ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომელიც მეწარმეებს პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს.

ინიციატივა ეფუძნება ექსპორტის მხარდაჭერის ცენტრებისა და ექსპორტის სკოლების განვითარების დამტკიცებულ კონცეფციას, რომელიც ტაჯიკ მწარმოებლებსა და მეწარმეებს ყოვლისმომცველ დახმარებას გაუწევს.

პროგრამა მოიცავს საერთაშორისო ბაზრებზე შესვლის უნარების ტრენინგს, კონსულტაციების გაწევას სერტიფიცირების, ლოჯისტიკის, განბაჟებისა და სამართლებრივი რეგულირების ძირითად საკითხებზე.

გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უცხოელი პარტნიორების მოძიებასა და ტაჯიკური პროდუქციის საერთაშორისო პლატფორმებზე პოპულარიზაციაში დახმარებას, ასევე გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობის ორგანიზებას.

მნიშვნელოვან ამოცანად რჩება მდგრადი ბრენდის ჩამოყალიბება და ტაჯიკური პროდუქციის ცნობადობის გაზრდა საზღვარგარეთ.

პროექტისთვის დამატებითი იმპულსი მსოფლიო ბანკის გრანტის გამოყოფამ მისცა. დაფინანსება არა მხოლოდ ექსპორტის ცენტრების მშენებლობასა და აღჭურვაზე იქნება მიმართული.

პირველი ასეთი ცენტრები, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში და ხატლონის რეგიონში 2025 წლის ბოლოსთვის დაიწყებენ ფუნქციონირებას.

სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიანმა მოცულობამ 4.7 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ით მეტია.

თქვენი რეკლამა