სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგებით საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია საზამთროსა და ნესვის 36 ნიმუში.
კვლევის შედეგად, ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.
სააგენტოს ინსპექტორები ნიმუშებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იღებენ. კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე ყოველწლიურად ამოწმებს. წლის ბოლომდე კიდევ 40 ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი. შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება.