საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის მოსავლის მიღების მიმდინარეობის შესახებ.
მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოკლე დროში კვლავ გვინდა დაუბრუნდეთ ქართული ხორბლის ჩაბარების მიმდინარე პროცესს და გავაკეთოთ რამოდენიმე განმარტება.
როგორც საზოგადოებას მოეხსენება საქართველოს წისქვილკომბინატების ეტაპობრივ ამუშავებასთან და ქართული ხორბლის მოსავლის აღებასთან ერთად წისქვილკომბინატების მიერ მოსავლის მიღების პროცესი თანდათან აქტიურდება , ხორბლის ჩაბარება ხორციელდება როგორც ასოციაციის წევრი ასევე არაწევრი კომპანიების მიერ.
ქართველი ფერმერების ყურადღება მიპყრობილია როგორ მიმდინარეობს ხორბლის ჩაბარების პროცესი , ინტერესი ძირითადად უკავშირდება რომელი წისქვილები იბარებენ და რა ფასი აქვს შესაბამისი ხარისხის ხორბალს და ა.შ.
შესყიდვის პროცესისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა გავაკეთოთ განმარტება წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის, მიღების ორ ძირითად კომპონენტზე: ხარისხზე და ფასზე და ასევე მოსავლის შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
1. ხორბლის ხარისხი-ხორბალი აუცილებლად უნდა იყოს სასურსათო დანიშნულების. ხორბლის ყველა პარტია, როგორც იმპორტირებული ასევე ქართული მოწმდება წისქვილკომბინატების ლაბორატორიების მიერ, შეესაბამება თუ არა იგი სასურსათო ხორბლის პარამეტრებს. წისქვილკომბინატების მიერ ხდება მხოლოდ სასურსათო ხორბლის შესყიდვა , რეგლამენტში გაწერილი ხარისხობრივი კლასების მიხედვით (სტანდარტის მიხედვით მე-3 და მე- 4 კლასის ხორბალი არის სასურსათო , მე-5 კლასი და შემდგომი უკვე არის არასასურსათო ანუ საფურაჟე ხორბალი)
წისქვილების მუშაობის ტექნოლოგია და საქართველოს ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი კატეგორიულად კრძალავს წისქვილების მიერ არასასურსათო ( საფურაჟე) ხორბლის გადამუშავებას ფქვილად .
ხორბლის ანალიზის გადამოწმების შესაძლებლობა -წისქვილში გაკეთებული ანალიზის ფასუხის ერთი ეგზემლიარი ეძლევა ფერმერს.თუ ფერმერს არ აყმაყოფილებს ანალიზის პასუხი არის ფართო შესაძლებლობა გადამოწმდეს პასუხი , როგორც ჩვენი წისქვილების სხვა ლაბორატორიებში ასევე ათობით დამოუკიდებელ ლაბორატორიაში ქვეყნის მაშტაბით ( ანუ პროცესი სრულიად გამჭვირვალეა )
2. ხორბლის ფასი-დღევანდელი ფასი ბაზარზე 650 ლარი /ტონის ფარგლებში მერყეობს და ფორმირებულია ანალოგიური ხარისხის საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ხარისხიდან გამომდინარე (საბაზისოდ ითვლება მე 3 კლასის ხორბლის პარამეტრები იქედან გამომდინარე, რომ ასოციაციის კომპანიების მიერ იმპორტირებული ხრბლის იმპორტირებული ხორბლის უმეტესი წილი სწორედ ამ კლასისაა).
3.ხორბლის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა, შესაბამისად , ფერმერების და წისქვილკომბინეტების ღია და პირდაპირი კომუნიკაცია სასურსათო ხორბლის ჩაბარების კუთხით .
ამიტომ საჯაროდ ვაქვეყნებთ ასოციაციის წევრი და არაწევრი კომპანიების სიას და საკონტაქტო ტელეფონებს( სია პერიოდულად განახლდება), ასევე ვთხოვთ ქვეყნის ფერმერულ გაერთიანებებს და ასოციაციებს აქტიურად შეუწყონ ხელი პროცესს და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდონ მათ წევრ და არაწევრ ფერმერებს. ,ასევე შეძლებისაგვარად მიაწოდონ წისქვილკომბინატებს და ელევატორებს ფერმერების საკონტაქტო ინფორმაციები რათა პროცესი და კომუნიკაცია ორივე მხრიდან აქტიური და გაჭვირვალე იყოს.
ასოციაცია როგორც საქართველოს ფერმერებს ასევე საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ხორბლის და ფქვილის ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ.
წისქვილების და ელევატორების საკონტაქტო ინფორმაციები:
ბევრილი ჯგუფი თბილისი 595180044
ჯეომილი თბილისი 577 96 77 77
გლობალმილინგი თბილისი 598244442
აგროექსპორტი თბილისი 555 758584
ბარაქა თბილისი 579777710
გვრიტა თბილისი 599505652
პროგრესი რუსთავი 599 55 47 32, 574110921
აგროსისტემები მარნეული 577 47 81 81
ჯეო გრეინი მარნეული 599000222
კარმენი 599142499
ქართული მარცვალი გორი 511537553
გვანცა გორი 599321441
წნორის წისქვილი 599 908391
ოქროს თავთავი წნორი
წნორი ს ელევატორი – 591336370
დედოფლისწყაროს ელევატორი – 595180044
შპს წნორი 597982898
ზესტაფონი 557301030
ბეღელი სენაკი ~ 579777710
ლიდერი ქუთაისი ~ 592960396
ცერერა ზუგდიდი ~ 599 14 80 55
ბევრილი ჯგუფი ფოთი ~ 595180044
გურიაექსპრესი ოზურგეთი ~ 599 55 09 21
ბარაქა 2005 -ბათუმი ~ 577412430.,577178300
იმპერიალი -ბათუმი 577 27 11 11
ნაშ 3 ბათუმი 577426101
ურეხი ბათუმი 599 586 444
სამსუნი ბათუმი 593 63 70 50,555 33 01 04, 790 60 15
ორცვა ბათუმი 599520899