საქართველოდან ექსპორტირებულია 234 ათასი სული ცხვარი

ცხვარი, საქართველო, აზერბაიჯანი

2026 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებულია 31.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 234 ათასი სული ცხვარი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ცხვრის რაოდენობა 8%-ით (17 ათასი სული), ხოლო ღირებულება 40%-ით (9 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

2026 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში, ექსპორტი 7 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აზერბაიჯანი (46%), საუდის არაბეთი (26%), ერაყი (13%) და ქუვეითი (7%).

თქვენი რეკლამა