საქართველოდან 23.6 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული

მოლდოვური, ვაშლი, ინდოეთი

2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 17.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 23.6 ათასი ტონა ვაშლი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 30%-ით (5.5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 53%-ით (6.0 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდა.

აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.74 $-ია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2025/2026 მარკეტინგული წლის მიხედვით ვაშლის ექსპორტი ხასიათდება როგორც რაოდენობის, ისე ფასის ზრდით. ექსპორტის ზრდის გამომწვევი მიზეზი მოსავლის ხარისხობრივ გაუმჯობესებას უკავშირდება.

ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (22 197 ტონა). ასევე, 1 037 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 170 ტონა ბელარუსში, 127 ტონა სომხეთში და 65 ტონა სხვა ქვეყნებში.

ვაშლი – წარმოება, მსოფლიო ბაზარი და აგრო-ბიზნეს პერსპექტივა

თქვენი რეკლამა