ნიდერლანდელი ფერმერის კის ჰამელნიკის ქლიავის მოსავალი, ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში უნდა გაყიდულიყო, მაგრამ გვალვის გამო ნაყოფი ძალიან წვრილი გამოვიდა და სავაჭრო ქსელების სტანდარტში არ ჩაჯდა.
ფერმერმა გამოსავლის ძებნა დაიწყო და პრობლემა სოციალური ქსელით გადაჭრა. კის ჰამელნიკმა ფეისბუქზე აქტიური კამპანია დაიწყო და მისი მეშვეობით ერთი კვირის განმავლობაში 60 ტონა ქლიავი გაყიდა.
მოსახლეობა არასტანდარტულ, მაგრამ გემრიელ ხილს სიამოვნებით ყიდულობდა.
უნალექობის გამო ქლიავის ნაყოფი მიღებულ ზომაზე მცირე იყო, თუმცა მოსავლისთვის მნიშვნელოვანი რესურსი დაიხარჯა. „მე ვხედავ ყოველწლიურად ხარჯები როგორ იზრდება, შემოსავალი კი არა“ აღნიშნა ფერმერის დამ ანემიკმა.
სწორედ ანემიკმა გადაწყვიტა დაეწყო ფეისბუქზე კამპანია „გადაარჩინეთ ქლიავი“. მოსახლეობა კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან გააქტიურდა, მებაღის მხარდაჭერა უამრავმა ადამიანმა მოინდომა.
მოწოდება „გადაარჩინეთ ქლიავი“ 5000 ჯერ გააზიარეს, ამას ჰოლანდიის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ჩართვა მოჰყვა, პრესა აკრიტიკებდა სავაჭრო ქსელების პოლიტიკას, რომელიც სასურსათო ნარჩენები გაზრდას იწვევს.
სოციალური ქსელის დახმარებით მთელი მოსავალი ერთი კვირის განმავლობაში გაიყიდა.
წყარო: volkskrant.nl