რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით.
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს, რიკოთის მონაკვეთის გავლას, 1 სთ-ისა და 10-20 წთ-ის ნაცვლად, მხოლოდ 35 წთ-ი დასჭირდება.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით.
ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით, 49 გვირაბითა და 88 ხიდით.
დღეისათვის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70%-ზე მეტი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია.
პროექტი ფარგლებში, დასრულების ფაზაშია სოფელ შროშასთან, ახალი გზის ორივე მხარეს, სპეციალურ მოედნებზე სავაჭრო სივრცეების მშენებლობა ადგილობრივი მეწარმეებისათვის. ასევე, სხვადასხვა სახის პროცედურები მიმდინარეობს სურამთან და ზესტაფონთან სავაჭრო სივრცეებისა და მგზავრთა მომსახურების ცენტრის მშენებლობისთვის.
ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10,000 ადამიანზე მეტი, საიდანაც 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკისგან (WB) მიღებული სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.