სპეციალური ტექნიკა შავი ზღვის სანაპირო ზოლისთვის

ზღვის, სანაპირო, ზოლისთვის

ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების ინტენსიური სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს, ჯამში, 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცათ.

2 ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Beach Tech), 1 ქუჩის სარწყავი მანქანა, 7 თვითმცლელი ტრაქტორი, 3 ექსკავატორ-დამტვირთველი და 3 თვითმცლელი მანქანა.

გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამატებით გადაეცათ 3 ტრაქტორი თვითმცლელი და 1 თვითმცლელი მანქანა.

ზღვის, სანაპირო, ზოლისთვის

ახალი სპეციალური ტექნიკის გადაცემის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზღვის, სანაპირო, ზოლისთვის

მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა ხელს შეუწყობს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების გაუმჯობესებას და დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.

ზღვის, სანაპირო, ზოლისთვის

თქვენი რეკლამა