
ყირგიზეთში იზრდება ინტერესი მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების – სიმენტალისა და აბერდინ ანგუსის მიმართ.
ამის შესახებ რადიო გადაცემაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საძოვრების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის უფროსმა, ელვირა მამბეტოვამ განაცხადა.
„სიმენტალის ჯიში მოთხოვნადია რძის მაღალი ცხიმიანობის გამო. რაც მეტია ცხიმი, მით უფრო მაღალია ფასი. მომხმარებლები ყურადღებას აქცევენ რძის შემადგენლობას: ცხიმებს, ცილებს და ნახშირწყლებს. ამ მხრივ, ძროხის ჯიშებს გარკვეული მოთხოვნები ეკისრებათ“, – აღნიშნა მამბეტოვამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სიმენტალის ჯიშის მიმართ გაზრდილი ინტერესი განპირობებულია მისი რძის პროდუქტიულობით, კერძოდ, რძეში მაღალი ცხიმიანობით, რაც უზრუნველყოფს მის უფრო მაღალ საბაზრო ღირებულებას. ჯიში აქტიურად ინერგება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ჩუის და ტალასის რეგიონებში.
ამავდროულად, აბერდინის ანგუსის ჯიშზეც იზრდება მოთხოვნა, განსაკუთრებით ისიკ-კულის, ნარინისა და სამხრეთ რეგიონებში, სადაც ტრადიციულად ჭარბობს მეხორცული საქონლის მოშენება.
სელექციური მასალისა და გენეტიკური ფონდის გასაუმჯობესებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური განაყოფიერებას უხოეთიდან შემოტანილი მასალით.
უცხოური შესყიდვების გარდა, ქვეყანაში აგრძელებს ფუნქციონირებას ყირგიზეთის მეცხოველეობისა და საძოვრების კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუში ჰყავთ შვიცის, სიმენტალის, აბერდინის ანგუსის და ალა-ატას ჯიშის რვა სანაშენე ხარი, მათი გამოყენება ხდება ხელოვნური განაყოფიერების პუნქტების ეროვნული ქსელის მეშვეობით.
წყარო: dairynews.today