აზერბაიჯანი ხურმის მწარმოებლებს არაერთი პროგრამით უჭერს მხარს. შესაბამისად იზრდება ხურმის ინტენსიური ბაღების გაშენების ფართობები და შემოსავალი ექსპორტიდან.
აზერბაიჯანში იზრდება შემოსავალი ხურმის ექსპორტიდან: 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა 52,9 მილიონი დოლარის ღირებულების 74 543 ტონა ხურმა გაიტანა, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, ეს 6,8 მილიონი დოლარით (14,7%) და 10 ათას 680 ტონით (16,7%) მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
10 თვის განმავლობაში ხურმის ექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 0,23% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აზერბაიჯანმა 46,1 მილიონი დოლარის ღირებულების 63 863 ტონა ხურმა გაიტანა, წერს Zerkalo.az.
სახელმწიფო ხურმის მწარმოებლებს არაერთი პროგრამით უჭერს მხარს. სოფლის მეურნეობის სუბსიდიების საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 31 მაისამდე შეკი-ზაქათალაში, ცენტრალურ არანში, განჯა-დაშქესანში, ღაზახ-ტოვუზისა და ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონებში, 1 ჰექტარ ხურმის ინტენსიურ ბაღზე გათვალისწინებულია სუბსიდია 3000 მანათის ოდენობით.
2025 წლიდან ხურმის ნერგების წარმოება-რეალიზაციაზე სუბსიდირება მოხდება. მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია ასეთი ბაღების შეღავათიანი დაზღვევა, რომელიც 2022 წელს ამოქმედდა.
წყარო: EastFruit
იხილეთ აგრეთვე: ხურმა – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება