ყაზახეთიდან ხორბლის ექსპორტზე გადასახადის შემოღების საკითხი 1 დეკემბერს გამართულ უწყებათაშორის სამთავრობო კომისიის დღის წესრიგიდან ამოიღეს. შემაკავებელი ქმედებები ჯერჯერობით არ იქნა საჭიროდ აღიარებული, იუწყება eldala.kz.
რბილი და მაგარი ხორბლის ექსპორტზე გადასახადის შემოღებამ და 2020-2022 წლებში ხორბლის მარაგების საშუალო მოცულობამ, შეიძლება უზრუნველყოს ბიუჯეტის შემოსავალი 297,8 მილიონი აშშ დოლარის (129 მილიარდი ტენგე) ოდენობით.
ექსპერტების აზრით, ყაზახური ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა გამოიწვევს შიდა ფასების მკვეთრ შემცირებას და სოფლის მეურნეობის მწარმოებლების დიდი ნაწილის გაკოტრებას.
ასევე, უწყებათაშორის სამთავრობო კომისიამ არ განიხილა 2023 წლის აპრილში შემოღებული და 2024 წლის აპრილამდე მოქმედი ყაზახეთში რუსული ხორბლის საავტომობილო გზით შემოტანის აკრძალვის მოხსნის საკითხი.
ამ ღონისძიებამ საშუალება მისცა შემცირებულიყო რუსეთიდან კონტრაბანდული ხორბლის მიწოდების მოცულობა და განაპირობა ფასების სტაბილიზაცია ქვეყნის შიდა ბაზარზე.