ქედის მუნიციპალიტეტში, „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებს წიწვოვანი ხის მასალისგან დამზადებული დადან-ბლატის ტიპის 10 ჩარჩოიანი სკები გადაეცათ.
თვითმმართველი ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამაში ჩართულ მეფუტკრე ფერმერებს აგროსერვის ცენტრის 70 % – ანი თანადაფინანსებით ჯამში გადაეცემათ 1160 ცალი დადან-ბლატის ტიპის 10 ჩარჩოიანი სკა.
სკების გაცემის პროცესს აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე მოადგილესთან, მირზა სუქნიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ქვეპროგრამის მიზანია რეგიონში მეფუტკრეობის დარგის განვითარება და მეფუტკრე ფერმერების თანამედროვე ტიპის სკებით უზრუნველყოფა.