ქართული ხილი და კენკრა – წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი

ხილი, კენკრა, კონფ

12 მარტს, თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში კონფერენცია „ქართული ხილი და კენკრა – წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი“ გაიმართება.

კონფერენცია FAO-ს, EBRD-ს და ევროკავშირის (ინიციატივა EU4Business) მხარდაჭერითაა ორგანიზებული.

კონფერენციის მიზანია ქართველ მწარმოებლებს გააცნოს ვაშლის, მსხლის და კენკრის წარმოების, შენახვის, დამუშავების და მარკეტინგის მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა, დაეხმაროს მათ მრავალრიცხოვანი საინვესტიციო და საბაზრო შესაძლებლობების გამოყენებაში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში EU–ს და FAO-ს წარმომადგენლები, ექსპერტები მოლდოვადან, უკრაინიდან, საქართველოდან და შვედეთიდან.

კონფერენციის ფარგლებში მწარმოებლებისთვის ორი ტრენინგი ჩატარდება – კენკრის წარმოების და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე ვაშლისა და მსხლის წარმოების სპეციფიკა, შენახვა და მარკეტინგი.

13 მარტს კონფერენციის მონაწილეებისთვის ორგანიზებული იქნება ბიზნეს-ტური კომპანია „ხიჩატელი“– ს ბაღში და თანამედროვე სამაცივრე მეურნეობაში.

კონფერენცია 09:00 საათზე გაიხსნება.

თქვენი რეკლამა