ბელგიელი ფერმერების პროტესტის გამო ანტვერპენის პორტის მუშაობა შეფერხებულია.
13 თებერვალს ბელგიაში ფერმერთა გაფიცვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ოპერაციები ანტვერპენის პორტში, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს საკონტეინერო პორტში, იტყობინება სააგენტო Nasdaq.
როგორც აღინიშნა, ფერმერებმა გადაკეტეს პორტთან მისასვლელი გზები, რამაც შეუძლებელი გახადა ტვირთის მიღება და დამუშავება, ასევე გართულდა პორტის მუშაკების სამუშაო ადგილზე მისვლა.
საპროტესტო აქციით გამოწვეული ტვირთების გადაზიდვის შეფერხება ემატება იმ პრობლემებს, რომლებიც აქამდეც საკმარისად ჰქონდათ გადამზიდავებს წითელ ზღვაში დაძაბული სიტუაციის გამო.
ბელგიელი ფერმერების პროტესტი არის საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ფერმერების მსგავსი გაფიცვების გაგრძელება, სადაც გაფიცულები ითხოვენ სოფლის მეურნეობისთვის გარემოსდაცვითი წესების შესუსტებას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იაფი იმპორტისგან დაცვას.