თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა“ 2014 წელს შეიქმნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანასური დახმარების ხელშეწყობით.
კომპანია ყიდულობს ხილს 500-მდე ადგილობრივი ფერმერისგან, დასაქმებული ყავს 12 ადამიანი და წლიურად 730 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილფაფას აწარმოებს: მსხლისგან, ვაშლისგან, ატმისგან, ტყემლისგან და ხურმისგან.
ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ სამომავლოდ იგეგმება ექსპორტზე გატანა. 2017 წლის თებერვალში ჩეხურმა კომპანიამ „LL-C certification“ შპს „ანასეულის ექსპერიმენტარულ ჩაის ფაბრიკას“ მიანიჭა ISO 22000:2005 სერთიფიკატი.
ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% – USAID/REAP, 30% – სააგენტო და 20% – კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში, სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას.
მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა“ შეძლებს დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან.
USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო 13 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.