არაეფექტური მუშახელი უკრაინის აგრობიზნესის მთავარი პრობლემაა

აგრობიზნესი

უკრაინელ აგრომწარმოებლებს მაღალი შედეგების მიღწევაში ხელს უშლის, დაქირავებული პერსონალის კომპეტენციის დაბალი დონე, ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტის დროს ბრიტანელმა აგრარიკოსებმა განაცხადეს.

ბრიტანელი აგრომწარმოებლები, 2017 წლის იანვრის ბოლოს, გამოცდილების გაზიარების მიზნით უკრაინის აგრარულ კომპანიებს ეწვივნენ, ვიზიტის ორგანიზატორი კომპანია „სინგენტა“ იყო.

„ეს ბრიტანული რეალობისთვის უჩვეულოა, ჩვენთან მიწის იჯარა გაცილებით ძვირია, ისევე როგორც შრომის ანაზღაურება. უკრაინაში მუშახელი იაფია, აქედან გამომდინარე მეტი ადამიანის დაქირავებაა შესაძლებელი, თუმცა დგება საკითხი მათი ეფექტურობის შესახებ“,- განაცხადა სტივენ ვოსტონმა, ბრიტანელმა აგროკონსულტანტმა.

ბრიტანელები აგროწარმოების წარმატების ძირითად საშუალებებად, თანამედროვე ტექნოლოგიებს და მენეჯმენტს ასახელებენ.

„უკრაინელ ფერმერებს საშუალება აქვთ ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ. პოლიტიკური პრობლემებს რა თქმა უნდა გავლენა აქვს აგრობიზნესზე, თუმცა კარგი მიწა და შრომის დაბალი ანაზღაურება უკრაინელთა კონკურენტული უპირატესობაა…“- თვლის ბილ უები, კარტოფილისა და მარცვლეული კულტურების ბრიტანელი მწარმოებელი.

ბრიტანელები უკრაინულ აგრობიზნესში დიდ პოტენციალს ხედავენ.

თქვენი რეკლამა