მზის პანელების დასანერგად საქართველოს ბანკი ენერგოკრედიტს გთავაზობთ

მზის, პანელები, ენერგოკრედიტი

ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლება ჩვენი საუკუნის გამოწვევად იქცა, შესაბამისად, არაერთი სტარტაპი, პროექტი თუ ინოვაცია ინერგება მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, სოფლის მეურნეობის კუთხითაც, რომელსაც ეს რესურსები წარმოების რგოლში აუცილებლად სჭირდება. ერთერთი პირველი კი ელექტროენერგიის მზის პანელებით ჩანაცვლებაა.

ეს პრაქტიკა საქართველოშიც ინერგება და მზის პანელები უფრო აქტიურად განიხილება ელექტროენერგიის ალტერნატიულ წყაროდ.

„საქართველოს ბანკმა“ გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით შექმნა პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს მზის პანელების შეძენისა და დამონტაჟების საშუალებას აძლევს. ენერგოკრედიტის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო.

აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. ბანკმა ახალი პროდუქტის მომხმარებლისთვის შეთავაზება პარტნიორების დახმარებით შეძლო.

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სიახლეების დანერგვას. მოხარული ვართ, რომ წარმოვადგინეთ  სრულიად ეკომეგობრული პროდუქტი – ენერგოკრედიტი. აღნიშნული პროდუქტი იდეალური წყაროა ალტერნატიული ელექტროენერგიის მისაღებად, რომელიც გარემოს ნაკლებად აზიანებს. ამასთან, მისი დახმარებით მომხმარებელი შეძლებს საგრძნობლად დაზოგოს ელექტროენერგიის ხარჯები და შესაბამისად, საკუთარი ბიზნესსაქმიანობა კიდევ უფრო განავითაროს. „დაზოგე და იზრუნე გარემოზე“- ესაა ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროექტის განხორციელებისას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ბიზნესს გავუწიოთ მხარდაჭერა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

რა არის ენერგოკრედიტის უპირატესობა?

• მისი დახმარებით გეძლევათ შესაძლებლობა, შეიძინოთ დანადგარები, დაამონტაჟოთ და მიიღოთ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო;
• იმ თანხებს, რაც წლების განმავლობაში ელექტროენერგიაში უნდა გადაგეხადათ, მიმართავთ სესხის დასაფარად;
• სესხის დაფარვის შემდეგ კი გამოთავისუფლებულ ფინანსებს თქვენი ბიზნესის განვითარებას მოახმართ;
• თან, ეკოლოგიაზეც იზრუნებთ, რადგან მზის ელექტროენერგია გარემოს ნაკლებად აზიანებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3nwqE5X

თქვენი რეკლამა