კარტლისის აკადემიის ტრენინგებს დიდი გამოხმაურება აქვს,იგი პირველი უპრეცედენტო პროექტი გახლავთ და მიზნად ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში. ფერმერები კარტლისის აკადემიაში სრულიად უანგაროდ იღებენ ცოდნას, ეუფლებიან თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებებს.
სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ მას უკვე საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა და კომპანია ,,კარტლისს“ კიდევ ერთი ძლიერი პარტნიორი შეემატა, საერთაშორისო დონის ორგანიზაცია: ,,Delphy International“-ის სახით.
ორგანიზაცია„Delphy International“ , უკვე ათეული წლებია აერთიანებს მსოფლიო დონის ექსპერტებს სოფლის მეურნეობის სფეროში, მათი პროგრამები და ტრენინგები მრავალი ქვეყნის ფერმერებს ეხმარება, რომ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია და მიიღონ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი.
საქართველოში ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით ქართველი ფერმერებისათვის ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტი: ,,ხარისხიანი სანერგე მასალის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, ამ პროექტის ფარგლებშიპარტნიორი ორგანიზაციის ტრენერები, უკვე მრავალჯერ ესტუმრნენ საქართველოს, მათ ჩაატარეს ქართველი ფერმერებისათვის ტრენინგები და პრაქტიკული მასტერ-კლასები.
პროექტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ესტუმრა კარტლისის ფერმერთა მომსახურების ცენტრს და ადგილზე მოინახულა პროექტის მსვლელობის დეტალები.
პროექტში მონაწილე ფერმერები, გაემგზავრებიან ჰოლანდიაში და იქ გააგრძელებენ სასწავლო ტურს, გაეცნობიან მოწინავე ტექნოლოგიებსა და მიდგომებს, მოინახულებენ თანამედროვე ტიპის სანერგე მეურნეობებს.
რადგანაც მიმდინარე პროექტი ხორციელდება წარმატებით და მან გამოიწვია დიდი გამოხმაურება, კომპანია ,,კარტლისი“-სა და ორგანიზაცია „Delphy International“-ის ურთიერთანამშრომლობა გაგრძელდება და ერთობლივი ცოდნითა და გამოცდილებით ქართველ ფერმერებს მიეცემათ საშუალება, მათი ფერმერული მეურნეობები გახდეს უფრო მეტად წარმატებული ვიდრე დღეს არის.
ორგანიზაცია „Delphy International“ კოორდინატორი;
კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი;
ლელა გვასალია.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“ http://www.cartlis.ge/