პოლონეთში ვაშლის ხარისხის პრობლემა აქვთ

215 Views

დღეისათვის, პოლონეთში ვაშლის სავაჭრო სეზონი აქტიურ ფაზაშია. ბაზრის ძირითადი მოთამაშეთა თქმით, მიმდინარე სეზონი რთული იქნება ვაშლის მწარმოებლებისთვის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნაყოფის ხარისხია.

გასულ წელს, თებერვალსა და მარტში, პოლონეთიდან ექსპორტზე ვაშლის საკმაოდ დიდი მოცულობა გავიდა, (241 ათას ტონაზე მეტი), 2018 წელს, იმავე ორი თვის განმავლობაში, მხოლოდ 172 ათასი ტონა ვაშლი იყო ექსპორტირებული.

პოლონეთში ვაშლის მარაგმა (2019 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით) 1.1 მილიონ ტონაზე ცოტათი მეტი შეადგინა. აქედან 0,4 მილიონ ტონაზე მეტი ექსპორტზე გავიდა.

„შესაძლებელი რომ იყოს წინა წლის თებერვალსა და მარტის შედეგის გამეორება ეს პოლონელი მებაღეებისთვის დიდი წარმატება იქნებოდა. ექსპორტზე ვაშლის დიდი რაოდენობით გატანა, მომდევნო თვეებში ვაშლის ფასების ზრდას გამოიწვევდა, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან დღეს მთავარი პრობლემა პოლონური ვაშლის ხარისხია ”- აცხადებენ ანალიტიკოსები ბაზრის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.

პოლონეთში წელსაც ვნახავთ გასული სეზონის ვითარების გამეორებას იმ თვალსაზრისით, რომ, შარშანაც ვაშლი ასევე ძალიან ცუდად იყო შენახული. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ვაშლის დიდი მოსავლის გამო გასულ სეზონში, საექსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს არჩევანის გაკეთება საშუალება ჰქონდათ. დღეს კი არჩევანის გაკეთება რთულია.

ვაშლის უხარისხობამ უკვე მნიშვნელოვნად იმოქმედა ექსპორტის შედეგებზე. ეს განსაკუთრებით აისახა შორ მანძილებზე, სადაც ვაშლს ტრანსპორტირებას დიდი დრო სჭირდება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სიტუაცია მხოლოდ უფრო გართულდება, რადგან  შენახული ვაშლის ხარისხი დროთა განმავლობაში უფრო გაუარესდება.

east-fruit.com-ის მასალების მიხედვით.

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB