2025 წელს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ $1.8 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც 9.9%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს.
აღნიშნულ პერიოდში ევროპის ქვეყნებში ექსპორტი 64.2 მლნ აშშ დოლარით (36%) გაიზარდა და 244.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ზრდა ძირითადად განპირობებულია თხილის ექსპორტის ზრდით, რომლის ღირებულებამ 137.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 55.4 მლნ დოლარი). ამასთან, გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის წვენების, მინერალური და მტკნარი წყლებისა და ღვინის ექსპორტიც.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტის ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რუსეთში, აზერბაიჯანში, იტალიაში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ესპანეთსა და თურქმენეთში.

