კენკრის ექსპორტი შვეიცარიაში უკრაინამ 7-ჯერ გაზარდა

ჟოლო, მოცვი, მარწყვი, კენკრა, ექსპორტი

EastFruit- ის ანალიტიკოსების ინფორმაციით, უკრაინა აგრძელებს აქტიურ გაფართოებას ახალი და გაყინული კენკრის ევროპულ ბაზარზე.

კერძოდ, სულ რაღაც ერთ წელიწადში, უკრაინელმა მომწოდებლებმა შვეიცარიის ბაზარზე გაყინული და ახალი კენკრის ექსპორტი შვიდჯერ გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლის საერთო რაოდენობა არ არის ძალიან დიდი, კენკრის ექსპორტის  ზრდა შვეიცარიაში თავისთავად მნიშვნელოვანია.

შვეიცარია, არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აქვს საკუთარი, ბევრად უფრო მკაცრი წესები ბაზრის წვდომაზე სხვა ქვეყნებისთვის. გაზრდილ აქვს მოთხოვნები მიწოდებული პროდუქციის უსაფრთხოებაზე და ხარისხზე. გარდა ამისა ხილისა და კენკრის შეტანას ქვოტებით არეგულირებს, ცდილობს რა ხელი შეუწყოს საკუთარ მწარმოებლებს.

მიუხედავად ამისა, უკრაინელები აგრძელებენ პროდუქციის მიწოდების ზრდას შვეიცარიის ბაზარზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეპუტაციის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებთან საექსპორტო მოლაპარაკებებში.

გაყინული კენკრის მიწოდება კვლავ რჩება უკრაინის კენკრის ექსპორტის მთავარ სეგმენტად, უკრაინას შვეიცარიაში ძირითადად ორგანულ კენკრა შეაქვს, რომელიც სერტიფიცირებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ორგანული სტანდარტით Bio Suisse.

2019 წელს უკრაინელმა მიმწოდებლებმა შვეიცარიაში დაახლოებით 475 ტონა გაყინული მოცვი, 286 ტონა გაყინული ჟოლო და 69 ტონა გაყინული მარწყვი შეიტანეს.

2020 წელს შემდგომ ზრდას ელოდებიან.

ამავე დროს, აღსანიშნავია უკრაინიდან შევეიცარიაში კაკლის ექსპორტის მკვეთრი ვარდნა თუ  2018 წელს 91 ტონა გაიტანეს, შარშან ეს მაჩვენებელი 18 ტონამდე დაეცა.

თქვენი რეკლამა