მაღაზიათა ქსელი „აგროსფერო“ 15 წლის გახდა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სპეციალური ფასდაკლების პროგრამა, „ფერმერის ბარათი“ შეიქმნა ერთგული მომხმარებლებისთვის.
„ფერმერის ბარათის“ გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ 15%-მდე ფასდაკლება მიიღონ და განსაკუთრებული ფასებით ისარგებლონ.
“ჩვენთვის ყველაზე ღირებული, ყოველთვის ჩვენი მომხმარებლები იყვნენ, მათ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას ვთავაზობდით, ვეხმარებოდით კვალიფიციური კონსულტაციით და გვერდში ვედექით, სწორედ ამიტომაა, რომ განვლილი 15 წლის განმავლობაში ათასობით ერთგული მომხმარებელთან გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა.
ვის უნდა გავუზიაროთ საიუბილეო თარიღი, თუ არა იმ ადამიანებს ვისთან ერთადაც მივაღწიეთ წარმატებებს. ამიტომ გადავწყვიტეთ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეგვექმნა „ფერმერის ბარათი“, რომლის საშუალებითაც, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს სწორედ 15%-მდე ფასდაკლებას ვთავაზობთ.“ – აცხადებს აგროსფეროს წარმომადგენელი.
„ფერმერის ბარათის“ მფლობელი ფასდაკლებით სარგებლობს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე ნებისმიერ სერვისცენტრში. „აგროსფეროში“ წარმოდგენილია შემდეგი პროდუქცია:
→ მცენარეთა დაცვის საშუალებები;
→ სათესლე მასალა;
→ მინერალური სასუქები;
→ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა;
→ სამუშაო იარაღები;
→ წვეთოვანი მორწყვის სისტემები;
→ მეღვინეობის აღჭურვილობა;
→ ვენახის ინვენტარი;
→ სასათბურე პროდუქცია;
→ საზომი ხელსაწყოები და ა.შ.
ბარათის აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია უსასყიდლოდ, ამისთვის საჭიროა ახლომდებარე სერვისცენტრში მისვლა და ბარათის მიღება.
„ფერმერის ბარათის“ მფლობელი თავიდანვე სარგებლობს 5%-იანი ფასდაკლებით პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, შეძენილი პროდუქციის ჯამური ღირებულების 500 ლარამდე მიღწევისას, საწყისი 5%-იანი ფასდაკლება ხდება 10%-იანი, 1500 ლარამდე მიღწევისას კი – 15%-იანი.
„ფერმერის ბარათის“ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://card.agrosphere.ge
დარეკეთ საკონსულტაციო ხაზზე: 032 2 500 900
ან გააგზავნეთ წერილი ბმულზე: https://www.messenger.com/t/Agrosphere.ge