2022 წლის იანვრიდან, კანონის მიხედვით, კალიფორნიის მოსახლეობა ვალდებულია გადაამუშაოს საკვები ნარჩენები და გამოიყენოს კომპოსტად ან განახლებად ენერგიად.
ყველა ორგანული ნარჩენი, მათ შორის, ბანანის ქერქი, ქათმის ძვლები და ბოსტნეულის ნარჩენები, დაშლისას გამოყოფენ მეთანს. ატმოსფეროში გამოყოფიდან პირველი 20 წლის განმავლობაში, მეთანს CO2-ზე 80-ჯერ სითბოს გამოყოფის უნარი აქვს.
აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში საკვების დაახლოებით 40% იკარგება და ნაგავსაყრელზე მოხვედრისას, აშშ-ს ფარგლებში არსებული მეთანის 15%-ს ქმნის.
ნაგავსაყრელებიდან სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად კალიფორნიის შტატმა 2016 წელს კანონი მიიღო, რომელიც ადგილობრივ მთავრობებს და უწყებებს, რომლებიც ასუფთავებენ ქალაქებს, 2022 წლის იანვრიდან სურსათის გადამუშავების ვალდებულება ექვთ.
ბევრი ქალაქი თავიანთ მაცხოვრებლებს სპეციალურ კონტეინერებს გადასცემენ, რომელშიც ორი დღის საკვებ ნარჩენებს ცალკე შეაგროვებენ და შემდეგ მწვანე ურნაში გადაყრიან.
მწვანე ურნიდან საკვები ნარჩენები კომპოსტის საწარმოში გადამუშავდება ან ანაერობული აირები მწვანე ენრგიის გამომუშავებისთვის გამოიყენება.
ქალაქის მაცხოვრებლები ამ გზით მეორადი ენერგიით შექმნილ პროდუქტებს შეიძენენ, რომელიც ორმაგად სასარგებლო იქნება და პროცესი მხოლოდ მწვანე ურნებში საკვების ნარჩენების ჩაყრით არ დასრულდება.
როგორ ებრძვის მსოფლიო საკვების ნარჩენების პრობლემას?
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედი არ გამოიყენება, რადგან ვარგისიანი ხვდება ნაგავსაყრელზე ან ფუჭდება და ამის გამო იყრება.
კალიფორნიას აშშ-ში ყველაზე დიდი გადამამუშავებელი პროგრამა აქვს, თუმცა, შტატი მსგავსი ინიციატივით პირველი არ არის. იგი უერთდება 8 შტატს, რომელთა კანონები გარკვეულ ვალდებულებებს მოიცავს გადამუშავების და საკვების დანაკარგების საკითხში.
ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება 2030 წლისთვის გაანახევრონ საკვები ნარჩენები და შეასრულონ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDGs).
საფრანგეთში, 2016 წლიდან, სუპერმარკეტებს აეკრძალათ ჯანსაღი საკვების გადაყრა. ამის ნაცვლად, ისინი ვალდებულები არიან, ეს საკვები ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ.
პორტუგალია ბავშვებს საკვების ნარჩენების შესახებ სპეციალურ პროგრამას ასწავლის და ამ გზით, სწორი ქცევის წახალისებას ცდილობს.
ტექნოლოგიების გამოყენება საკვები ნარჩენების გადამუშავებისთვის
აზიის ზოგიერთი ქვეყანა წინ უსწრებს ზოგად სურათს. სამხრეთ კორეა ნარჩენების 95%-ს ამუშავებს მაშინ, როდესაც იაპონიას აქვს საკვების გადამუშავების შესახებ კანონი 2001 წლიდან, რომელიც ხელს უწყობს ორგანული ნარჩენების კომპოსტად ან ენერგიად გადაქცევას.
ზოგიერთი ბიზნესი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს საკვები პროდუქტების უფრო ეფექტურად მართვისთვის.
ჩინეთმა, გასულ წელს, „სუფთა თეფშის კამპანია“ (Clean Plate Campaign) წამოიწყო მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-მა საკვების მარაგების საკითხი წამოჭრა.
Euro news (Green)