Wanderlust Travel Awards 2025-ზე სტამბოლმა ოქროს ჯილდო მოიპოვა

სტამბოლი, ოქრო, ტურიზმი

ლონდონში გამართულ Wanderlust Reader Travel Awards-ის ცერემონიაზე, სტამბოლმა ოქროს ჯილდო მოიპოვა „ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქის“ კატეგორიაში.

ჟურნალის რედაქციამ აღნიშნა აღმოსავლეთისა და დასავლეთის უნიკალური ნაზავი, მისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე ატმოსფერო.

Wanderlust-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯორჯ კიპუროსმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სტამბოლი სამყაროებს შორის ცხოვრობს – ისტორია ქვებში, წარმოსახვა კი მომავალში“.

წელს სტამბოლის აეროპორტი Condé Nast Traveler-მა საკვების ხარისხის მიხედვით მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად დაასახელა. თურქეთის ტურიზმის განვითარების სააგენტომ განაცხადა, რომ ჯილდოები ადასტურებს სტამბოლის, როგორც ევროპაში წამყვანი კულტურული ცენტრის სტატუსს.

სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თურქეთს 50 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 1.6%-ით მეტია.

წყარო: mk-turkey

Wanderlust Reader-ის 24-ე მოგზაურობის დაჯილდოებაზე დასახელდნენ: ტურისტული მიმართულებები, ტუროპერატორები და ტურისტული ბრენდები, მათ შორის ევროპასა და მთელ მსოფლიოში ყველაზე სასურველი ქვეყნები, ქალაქები, კუნძულები და რეგიონები.

გთავაზობთ რამდენიმე ნომინაციის გამარჯვებულებს:

  • იაპონიამ მიიღო ოქროს ჯილდო ყველაზე სასურველი ქვეყანა მსოფლიოში.
    ვერცხლი – კოსტა რიკა, ბრინჯაო – კანადა.
  • იტალიამ მიიღო ოქროს ჯილდო ყველაზე სასურველი ქვეყანა ევროპაში.
    ვერცხლი – ხორვატია, ბრინჯაო – ესპანეთი.
  • ოქროს ჯილდო მსოფლიოში ყველაზე სასურველი ქალაქი ბუენოს-აირესმა მიიღო.
    ვერცხლი – ტოკიო, ბრინჯაო – სიდნეი.
  • ოქროს ჯილდო ყველაზე სასურველი ქალაქი ევროპაში – სტამბოლი.
    ვერცხლი – დუბროვნიკი, ბრინჯაო – მადრიდი. ამ ნომინაციაში თბილისი მე-7 ადგილზეა.
  • ოქროს ჯილდო ყველაზე სასურველი რეგიონი მსოფლიოში – ალბერტა (კანადა).
    ვერცხლი – კუინსლენდი, ბრინჯაო – კალიფორნია.

თქვენი რეკლამა