IGC მზესუმზირის წარმოების ზრდას პროგნოზირებს

მზესუმზირა, წარმოება

საერთაშორისო მარცვლეულის საბჭო (IGC) პროგნოზირებს, რომ 2025/26 სამეურნეო წელს, გლობალური მზესუმზირის წარმოება, აღმოსავლეთ ევროპასა და ევროკავშირში კარგი მოსავლის გამო, წინა სეზონთან შედარებით 9%-ით გაიზრდება და 56.6 მილიონ ტონას მიაღწევს.

ამის შესახებ GrainTrade იტყობინება

ევროკავშირში მზესუმზირის წარმოება, სავარაუდოდ, 14%-ით გაიზრდება 8.3-დან 9.4 მილიონ ტონამდე, რუსეთის ფედერაციაში – 8%-ით 18.3 მილიონ ტონამდე, ხოლო უკრაინაში – 11%-ით 14.5 მილიონ ტონამდე, თუმცა ეს 2023/24 წლების სეზონის 16.5 მილიონ ტონაზე ნაკლები იქნება.

აშშ და თურქეთი წარმოებას მნიშვნელოვნად გაზრდიან. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შეფასებით, თურქეთმა მზესუმზირის ნათესი ფართობი გასულ წელთან შედარებით 40%-ით გაზარდა, რაც მას საშუალებას მისცემს, წარმოება 49%-ით, 800 ათას ტონამდე გაზარდოს, თუმცა ეს გლობალურ მარაგებზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს.

არგენტინაში, რომელიც მსოფლიოში მზესუმზირის სიდიდით მესამე მწარმოებელია, მოსავალი 7%-ით შემცირდება და 4,7 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც ნათესების ფართობების შემცირებით არის განპირობებული.

რუსეთში მზესუმზირის ნათესი ფართობი 941 ათასი ჰექტარით გაიზარდა და 11,39 მილიონ ჰექტარს მიაღწია, ამიტომ ადგილობრივი ანალიტიკოსები 19-20 მილიონი ტონის მოსავალს ვარაუდობენ.

თქვენი რეკლამა